რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სამეფო ქუჩის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 600 000 ლარი დაიხარჯება
,,სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაზე მიღწეულია შეთანხმება მუნიციპალური
განვითარების ფონდთან. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 600
000 ლარია, უკვე გადავაგზავნეთ განსახილველად. თუ ისე მოხდა, რომ წელს
მოესწრო პროექტისთვის თანხის გამოყოფა, ტენდერი უკვე მომავალ წელს
გამოცხადდება. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობს სამეფო ქუჩის
რეაბილიტაციას ,,ფასადიდან ფასადამდე“ - რეაბილიტირდება ქუჩის სავალი
ნაწილი, საფეხმავლო სივრცე, სანიაღვრე არხი და მთელი მიწისქვეშა
კომუნიკაციები“. - განუცხადა ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა
საინფორმაციო ტურის დროს ჟურნალისტებსა და ქალაქ გორის საკრებულოს
წარმომადგენლებს.
საინფორმაციო ტური ქალაქის მერის ინიციატივით დღეს მოეწყო. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტურის მიზანი ქალაქ გორში მიმდინარე მშენებლობების დათვალიერება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
ტური ჭალაში, ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო მოედნიდან დაიწყო და წმინდაწყალზე, მე-5 სკოლის მიმდებარედ მშენებარე ყველაზე დიდ მინი სპორტულ მოედანთან დასრულდა.
ტურის ფარგლებში საკრებულოს წევრებმა, ჟურნალისტებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მოინახულეს ჩუბინიშვილის ქუჩა, სპორტული მოედანი სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ, ერეკლეს აბანო რუსთაველის ქუჩაზე, სპორტული მოედანი კომბინატის კულტურის ცენტრის მიმდებარედ, ანწუხელიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები - დევნილთა კორპუსები, რეაბილიტირებული ქუჩა, ახალი სკვერი და სტადიონი და თავისუფალი ტერიტორია, რომელიც ამჟამად მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობისათვის განიხილება.
ალაქ გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, ქალაქ გორში მიმდინარეობს 44 ინფრასტრუქტურული პროექტი საერთო ღირებულებით 6 630 000 ლარი. მათ შორის, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 4 230 000 ლარის ღირებულების პროექტები, ხოლო ადგილობრივიდან - 2 400 000 ლარის ღირებულების. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს 1 300 000 ლარის ღირებულების 10 სპორტული მინიმოედნის მშენებლობას. ჭალის სპორტული კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროექტის ღირებულება 26 400 000 ლარია.
მშენებლობების ცალკე ნაწილს წარმოადგენს ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ,,ამხანაგობების თანდაფინანსების პროგრამის „ფარგლებში 80-90%-ით ფინანსდება. აღნიშნული პროგრამით 2017 წელს უკვე განხორციელდა 4 პროექტი (მერიის წილი 10 593 ლარი), მიმდინარეა 13 პროექტი (მერიის წილი 43 000 ლარი) და წარმოებაში მიღებულია 5 პროექტი.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები