რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის, გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლისა
და საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვს.
ამის შესახებ ადგილობრივებმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს განუცხადეს.
მერეთის ადმინისტრაციულ თემში შემავალ სოფლებში სახალხო დამცველი გუშინ, 13 სექტემბერს, იმყოფებოდა. უჩა ნანუაშვილმა ჯარიაშენში არსებული პრობლემებიც მოისმინა.
მისი თქმით, მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი იმ მხარეს მოხვდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ხოლი იქ, სადაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შესვლა შეუძლია, მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება.
,,არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, კვლავ შეჩერებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენა. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა." - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი, ასევე, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუტიანთკარელების ცნობით, 2017 წლის ზამთარში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებისას, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა.
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები