რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურის მერს რეგიონის მერებს შორის ყველაზე დიდი ხელფასი დაუნიშნეს
დღეიდან, ხაშურის მერს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. მისი ხელფასი, დარიცხვით 3100 ლარია.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გიორგი გურასპაშვილის ხელფასი 550 ლარით აღემატება გორის, კასპისა და ქარელის მერების ანაზღაურებებს.


საკრებულოს სხდომაზევე დამტკიცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურის ოდენობა. მას 2800 ლარი ექნება, დარიცხვით.

ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე - მიხეილ ჯანაშვილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პირველი პირებისთვის ანაზღაურება ადეკვატურია, რადგან მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტისთვის საქმიანობა მძიმედ დაიწყო. კერძოდ, წლის პირველივე თვეს, 9-10 იანვარს ზამთრის წვიმებმა სურამი, გომი, ხაშური და სხვა დასახლებული პუნქტები დააზიანა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, მათი ხელფასის ოდენობა ასეთია:

მერები:

გორის მერი - 2650 ლარი
კასპის მერი - 2650 ლარი
ქარელის მერი - 2650 ლარი
ხაშურის მერი - 3100 ლარი


საკრებულოს თავმჯდომარეები:
გორი - 2750 ლარი
კასპი - 1700 ლარი
ქარელი - 1900 ლარი
ხაშური - 2800 ლარი

მერების პირველი მოადგილეები:

გორი - 2150 ლარი
კასპი - 1700 ლარი
ქარელი - 1900 ლარი
ხაშური 1800 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეები:

გორი - 2210 ლარი
კასპი - 1700 ლარი
ქარელი - 1900 ლარი
ხაშური  1800 ლარი.

ოთხივე მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდიდან განისაზღვრა, რომლის საერთო ოდენობა არ გაზრდილა. მას შემდეგ, რაც პროფესიულ საჯარო მოხელეებს პრემიებისა და დანამატების გაცემა შეეზღუდათ, მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, სახელფასო ფონდში არსებული ფულადი რესურსი, შრომის ანაზღაურების გაზრდისკენ მიმართეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.