რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქვახვრელში 11 ადგილზე დაზიანებულ სისტემას მერია გამოასწორებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის პროექტის საბოლოო დასრულების მიზნით, მერია დამატებით თანხებს გამოყოფს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც 2016 წლის ივნისიდან დაწყებულ და 2017 წლის მარტში ,,დასრულებულ" სამუშაოებს ხარვეზების გამოსწორება სჭირდება.

მშენებელი კომპანიის ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მას საკუთარი რესურსები აღარ გააჩნია. მისი თქმით, წინა კომპანიის მიერ გაკეთებულ სისტემაში თითქმის 100 ადგილზე ხარვეზები გამოასწორა.

ორი დღის წინ, ტესტურ რეჟიმში გაშვებულმა წყალმა 11 ადგილზე ამოხეთქა.

კომპანია, რომელსაც ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულება ჰქონდა დავალებული, ,,გეოპლასტია". ის პროექტში 2017 წლის შემოდგომიდან ჩაერთო. მანამდე, ქვახვრელის წყალმომარაგების სისტემას ,,არქიკულტურა" აგვარებდა. ,,გეოპლატსს" ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 15 მაისს ამოეწურა.

მოკლედ:

შპს ,,არქიკულტურა" - 880 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბერი. ვადა გაუგრძელდა 2-ჯერ, საბოლოოდ, 2017 წლის 15 აპრილამდე. აითვისა 800 000 ლარი.

შპს ,,გეოპლასტი" - 169 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე, ვადა გაუგრძელდა 2-ჯერ, 2018 წლის 15 მაისამდე. აითვისა თანხა სრულად.

ამ ეტაპზე გორის მერიაში ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდებიან, რითაც გამოიკვეთება ის ძირითადი საკითხები, რაც სისტემის საბოლოო დასრულებისთვის იქნება გადასაწყვეტი. 

,,თუ ისევ მე დამავალებენ მის გამოსწორებას, მაშინ დამატებითი თანხა უნდა გამოყონ," - აცხადებს ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სისტემა, სავარაუდოდ, გორის მერიის წყალუზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე გადავა. მისი დირექტორი ბონდო მარუაშვილი ირწმუნება, რომ ხარვეზებს მთლიანად მისი ააიპ-ი გამოასწორებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.