რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი: ,,მეც ისევე შემტკივა გული ჩვენს სამშობლოზე, როგორც ყველა ქართველს"
მსოფლიო ჩემპიონი და თავისუფალი
სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ფოტოების შესახებ, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით,
ჯამბოლატ (ჯაბო) თედეევის გამოსახულებიან მაისურის ჩაცმისას
ფერებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
,,მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!" - წერს გენო პეტრიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
დღეს ვებ-პორტალ ონ.ჯიზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით მაისური ჩაიცვეს". სტატიის მიხედვით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოჭიდავეებმა რუსეთის დროშისფერებიან მაისურებში ფოტო გადაიღეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი.
ფოტოზე, რომელიც On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა, გამოსახულია კიდევ სამი პირი, რომელთაც მაისურზე RUSSIA აწერიათ. მათი იდენტიფიცირება On.ge-მ ვერ შეძლო.
გენო პეტრიაშვილი წარმოშობით სოფელ ნულიდანაა. ფრონეს ხეობის ეს სოფელი ოკუპირებულია და ეთნიკური ქართველები გადევნებული. ამ სოფლიდან 11 წლის წინ გენო პეტრიაშვილი კრიმინალებმა გაიტაცეს და დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 3 თვის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი გაათავისუფლებს. გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები