რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა ხდება გორის საგზაო ტენდერებში - პარლამენტარის კომპანია მერს ,,წინადადებებით" მიმართავს
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის ,,იბოლიას" წარმომადგენელმა, მერს, კოტე თავზარაშვილს თბილისის ქუჩაზე, თუჯის მონოლითური ცხაურების ნაცვლად, ანაკრეფი კონსტრუქციები დაამონტაჟებინა. ამის ამსახველი დოკუმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა.

ანაკრეფი ცხაურები კი ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხანია სანიაღვრე არხებში ცვივა, რომლის შესარემონტებლად ,,კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება უწევთ. არხებში ჩაცვივად მაგალითად გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩაზე დამონტაჟებული ცხაურები. ისინი 2016 წელს, დეპუტატის მეგობრის, შოთა აბულაძის კომპანიამ გააკეთა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი გორის მერს არწმუნებს, რომ თუჯის თავსახურიანი ჭების დამზადება დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, მთავარი ქუჩა დიდი ხნით გადაიკეტება, რაც მიზანშეწონილი არ არისო.


იხ. ფოტო ,,იბოლიას" წერილი გორის მერს: 



,,შემოვდივართ წინადადებებით, რომ სანიაღვრე არხები შეიცვალოს ანაკრეფი კონსტრუქციით." - აღნიშნულია წერილში.  იოსებ მაკრახიძის კომპანიის წინადადებებით, თუჯის კონსტრუქციები საერთოდ ამოიღეს პროექტიდან და ანაკრეფი ცხაურები დატოვეს.

რატომ გაითვალისწინა გორის მერმა ,,იბოლიას" დირექტორის ,,წინადადება", მაშინ როდესაც სამუშაოებზე ზედამხედველობას გორში კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" ინჟინრები აწარმოებენ. ისინი რამდენიმე დღის წინ გორში ჩამოვიდნენ და სწორედ თბილისის ქუჩა დაათვალიერეს. პრეს-სამსახურებმა, მხოლოდ, ის თქვეს, რომ გორში აქტიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გუბერნატორი ათვალიერებს.

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჯალაღანია წერს, რომ კომპანია ,,იბოლიამ" თბილისის ქუჩაზე ეკონომიურად იმუშავა, ხოლო მორჩენილი თანხებით დამატებითი სამუშაოები გასწია. რა დამატებით სამუშაოებზეა საუბარი, ამის შესახებ ჯალაღანია განმარტებას არ იძლევა. შესყიდვების სამსახურში არც ის დოკუმენტია გასაჯაროებული, სადაც კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" ექსპერტების დასკვნა იქნებოდა მოცემული. ინფრასტრუქტურის სამსახური, საპროექტო და სახელშეკრულებო ცვლილელების დროს, ,,ოპტიმალგრუპის" დასკვნას ელექტრონულად არ ასაჯაროებს.

ფოტოზე: მარცხნივ - თუჯის თავსახურიანი ცხაურები, რომელიც პროექტის თავდაპირველ ვარიანტით იყო გათვალისწინებული, ხოლო მარჯვნივ - ანაკრეფი ცხაურები, რომლის განხორციელება პარლამენტარის კომპანიამ ითხოვა.






















შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად გორში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში განხორციელდა 40 პროექტი, რომლის ღირებულებამაც, ჯამში, 20 მილიონი ლარი შეადგინა.

ფოტოზე: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის ქუჩაზე


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.