რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლაში დაძაბულობაა - მოქმედი პედაგოგი დირექტორის შესახებ საუბრობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში
პედაგოგები სკოლის დირექტორს უჩივიან. ამის შესახებ შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრს ამავე სკოლის მასწავლებელი ზიზი კურმაშვილი
ესაუბრა.
მისი თქმით, სასწავლებლის ხელმძღვანელი არასასურველ პედაგოგებს დევნის. ამას გარდა, იხსენებს ბოლო შემთხვევას, როდესაც სკოლის რამდენიმე მასწაველებელი დირექტორმა ერთმანეთს დააპირისპირა და გაალანძღინა.
,,ეს იყო ძალიან ცუდი და ამაზრზენი ფაქტი, რაც სკოლის ხელმძღვანელის მხრიდან განხორციელდა. საუბარი ეხება საკლასო სადამრიგებლო საათების განაწილების თემას. იმ დროს, როდესაც მას უკვე გარკვეული ჰქონდა კლასების ხელმძღვანელთა ვინაობა, პედაგოგებს უთხრა, რომ ერთმანეთში მოეგვარებიანთ და გადაეწყვიტათ ეს საკითხი. ამ დროს კი, მას ბრძანებებზე ხელი ჰქონდა მოწერილი" - ამბობს ზიზი კურმაშვილი. ის სკოლაში მუსიკალურ თეორიასა და პრაქტიკას ასწავლის.
,,ვუყურებდი და ვუსმენდი, როგორც ეჩხუბებოდნენ და ლანძღავდნენ პედაგოგები ერთმანეთს. ეს ყველაფერი გამოიწვია სკოლის დირექტორის პოლიტიკამ. იმის გამო, რომ მე გარკვეული საკითხები სკოლის გარეთ გამაქვს და საქმის კურსში პროფკავშირების გაერთიანებას ვაყენებ, დირექტორმა გადაწყვიტა ჩემი შევიწროება" - განმარტავს ზიზი კურმაშვილი.
მას სადამრიგებლო კლასი ჩამოართვეს, რის გამოც, დამატებითი ანაზღაურება 83 ლარის ოდენობით ჩამოაჭრეს. ზიზი კურმაშვილი ამბობს, რომ 83 ლარი მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა. ამჟამად, მისი სახელფასო ანაზღაურება, ხელზე ასაღები, 300 ლარს შეადგენს.
,,წელს, ჩემმა ორივე შვილმა უმაღლესში ჩააბარა. ერთი 100%-იანი გრანტით მოხვდა, მეორე კონსერვატორიაში ჩაირიცხა. ორივეს ბინის ქირა მაქვს გადასახდელი თბილისში. სწორედ, ამ დროს, სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა ჩემთვის სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევა." - აცხადებს ზიზი კურმაშვილი.
სკოლის დირექტორი იზა წიქარიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს. ჩვენ გარკვეულწლიად მოვიძიეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი კლასი და დამრიგებელია ხურვალეთის საჯარო სკოლაში.
აღმოჩნდა, რომ ერთი დამრიგებელი ჰყავს სამ კლასს ერთად. ამ საკითხებს პროფკავშირების წარმომადგენლები სწავლობენ და მათ პოზიციებს საკითხის შესწავლის შემდეგომ შემოგთავაზებთ. სკოლის დირექტორი წერილობით განცხადებაში საჩივრის ავტორებს უხსნის, რომ სადამრიგებლო კლასების და პედაგოგების შემცირება ბიუჯეტის თანხების სიმწირემ გამოიწვია. ხურვალეთის სკოლა მცირეკონტინგენტიან დაწესებულებად ითვლება, თუმცა ბოლო სტატისტიკის მიხედვით, სკოლაში ბავშვთა რაოდენობა არ შემცირებულა.
რაც შეეხება დამრიგებლებს, 12-კლასიან სკოლაში, კლასის ხელმძღვანელის პოსტზე, 6 მასწავლებელია დასაქმებული.
ხურვალეთში ბავშვთა რაოდენობრივი მონაცემები ასე გამოიყურება, ზიზი კურმაშვილის ინფორმაციით:
1 კლასი - 12 მოსწავლეა
მე-2 კლასი (გაერთიანებულია მე-4-სთან) - 7 ბავშვი
მე-3 კლასი - 16 მოსწავლე
მე-5 კლასი - 8 მოსწავლე
მე-6 კლასი - 3 მოსწავლე
მე-7 კლასი - 3 მოსწავლე
მე-8 კლასი - 8 მოსწავლე
მე-9 კლასი - 11 მოსწავლე
მე-10 კლასი - 9 მოსწავლე
მე-11 კლასი - 6 მოსწავლე
მე-12 კლასი - 7 მოსწავლე
მაგალითად, 1 დამრიგებელი ჰყავს მე-2, მესამე და მეოთხე კლასებს. ასევე, მე-7 და მე-10 კლასებს ერთად. ერთი დამრიგებელი ჰყავს მე-5 და მე-6 კლასებს, ასევე, მე - 8 და მე-9 კლასებს ერთად. ზიზი კურმაშვილს ხელთ აქვს ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული სარეკომენდაციო წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლებელია სადამრიგებლო კლასის შექმნა იქ ,სადაც არანაკლებ 10 მოსწავლე ირიცხება.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები