რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები დაამონტაჟეს
გორის რამდენიმე უბანში ახალი ბანერები გამოჩნდა, რომელიც ისტორიული
ადგილების მიმართულებას მიუთითებს.
მერიაში განმარტავენ, რომ ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები, ჩამოსულ ტურისტებს გეზის განსაზღვრაში დაეხმარება.
ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, სამისამართო ბანერების არარსებობის პრობლემას თავად ტურისტები აყენებდნენ იმ გამოკითხვის დროს, რასაც აღნიშნული სამსახური აწარმოებს. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში იგეგმება მსგავსი ბანერების დამონტაჟება.
ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში 400 000-მდე ტურისტი შემოვიდა, მათი უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი სტალინის სახლ-მუზეუმს და უფლისციხეს ჰყავს.
"ტურისტები, აღნიშნული ბანერების დამონტაჟებასთან ერთად, ითხოვდნენ მასზე საერთაშორისო ენის გამოყენებას, ასევე არსებობდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოები გორში და არსებობდეს ღამის ქალაქიც, რადგან ისინი მუდმივად წუხან იმაზე, რომ საღამოს საათებში ქალაქში არანაირი გასართობი დაწესებულება და ტრანსპორტიც კი არ არსებობს. ამ ყველაფერზე მიწერილი გვაქვს მერიასთან და ველოდებით რეაგირებას"-განმარტავს რობერტ მაღლაკელიძე.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები