რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში კომბინატის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ სამაგიდო სია დახია
გორში, კომბინატში, მოქალაქემ სამაგიდო სია
დახია. შემთხვევა 96-ე უბანზე მოხდა.
მეათე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, რამაც შესაძლოა მოქალაქის გაღიზიანება გამოეწვია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ დახეული სია ,,სკოჩით" შეკრეს.
,,პროცესი ჩვეულებრივი აღდგა. პოლიცია იქნა გამოძახებული და გამოძიებას ისინი აწარმოებენ. უბნის წევრები ამბობენ, რომ მისულები იყვნენ ბებია, შვილი და შვილიშვილი. ისინი სიაში იყვნენ, თუმცა მოულოდნელად გაღიზიანდა ერთ-ერთი მათგანი და სია დახია" - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ თუ აღდგენილი სამაგიდო სია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მონაცემები კომისიის წევრებისთვის გასაგებია, ამ შემთხვევაში, მისაღები იყო ამ მეთოდით ქაღალდის აღდგენა.
,,ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალ სამაგიდო სიას ვეღარ მიიტანენ. ახსნა-განმარტებები უნდა დაიწეროს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამაგიდო სიის აღდგენა შესაძლებელი გახდა" - აღნიშნავს ქეთი ბებიაშვილი.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები