პედაგოგი ვლადიკავკაზიდან: ,,უეცრად ვიღაცას მოუნდა, რომ ეს ადამიანები მტრები გამხდარიყვნენ. ვერ გახდებიან ისინი მტრები, ვერა"
,,მე კონფლიქტის წინააღმდეგი ვარ. აგიხსნით, რატომ. იმიტომ რომ
კონფლიქტი ჩემთვის არის ყველაფერი უარყოფითის სინონიმი. ეს არის
აგრესია, ეს არის ტკივილი, ეს არის წყენა, ეს არის ცრემლები, ეს არის
სიკვდილი, ეს არის სიძულვილი, ეს არის საკუთარი თავის დაკარგვა, ეს
არის სულის ტკივილი, რომელიც, პრაქტიკულად, შეიძლება არც იკურნება და
თუ იკურნება, ამას დიდი დრო სჭირდება.
ამიტომ, მე ნებისმიერი კონფლიქტის წინააღმდეგი ვარ: კონფლიქტის სამსახურში, კონფლიქტის მასწავლებელსა და ბავშვს შორის, კონფლიქტის მშობლებსა და ბავშვს შორის, კონფლიქტის თანამშრომელთა შორის. თუნდაც ეს პატარა კონფლიქტი იყოს, მაინც თითოეული წვრილმანის უკან დგას ვიღაცის ბედი, დგას კონკრეტული ადამიანი, დგას მისი კონკრეტული ტკივილი, დგას მისი კონკრეტული წყენა.
აი, როცა სერიოზულ კონფლიქტზე ვსაუბრობთ, ერთაშორის კონფლიქტზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მგონია, რომ ეს საშინელებაა. ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ადამიანები, რომლებიც ოჯახებს ქმნიდნენ, ადამიანები, რომლებიც მრავალი თაობის განმავლობაში მეგობრობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი, ქორწინდებოდნენ, უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ ერთმანეთს, უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ მას, ვინც გვერდით ჰყავდათ, გულწრფელად ტიროდნენ. და უეცრად ვიღაცას მოუნდა, რომ ეს ადამიანები მტრები გამხდარიყვნენ. ვერ გახდებიან ისინი მტრები, ვერა. ვერ გახდებიან, უკვე იმიტომ, რომ მათი ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
დიახ, დანგრევა შესაძლებელია, შესაძლებელია რაღაცის მომენტალურად გაკეთება, მაგრამ კარგი მაინც იმარჯვებს და ყველაფერი ბრუნდება თავის კალაპოტში. და ამიტომაც, ის მეგობრობა, რომელიც არსებობდა, არ გაქრება, იგი გენებშია, ეს ერთი ხალხია. აი, ჩვენს ქალაქში ხომ არ გაქრა ქართული სკოლა. ვლადიკავკაზში, მე-19 სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა, რომელიც ასზე მეტი წლისაა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, იგი ფუნქციონირებს.
მე ჩემი სკოლის მასწავლებლებთან ერთად, ნაირა ბეპიევის მიწვევით ვიყავით თბილისში და ჩავატარეთ მასტერ-კლასი საქართველოს შიდა რეგიონების ქართული სკოლების ოსური ენის მასწავლებლებისთვის. ამ სკოლებში დღემდე ასწავლიან ოსურ ენას. ეს ურთიერთობა ვერ გაქრება, არ შეიძლება გაქრეს. ვერ გაქრება. იცით რატომ? იმიტომ რომ ხალხში მაინც კარგი მეტია, სული მაინც რჩება ნათელი, სუფთა. ადამიანებს უნდათ იცხოვრონ მშვიდობიანად, მათ მშვიდობიანად ცხოვრება უნდათ. არასოდეს არავინ იტყვის: „მე ომი მინდა“. ასე შეიძლება მხოლოდ მან თქვას, ვინც თავად არ მონაწილეობს ომში, არამედ იმყოფება სხვაგან, სწირავს ამ ადამიანებს, და თავის შვილს კი არ აგზავნის, არამედ სხვის შვილს აგზავნის. არ ვიცი, ისინი დაისჯებიან. ადამიანები კი, რომლებიც მრავალი წელია გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და აგრძლებენ ცხოვრებას, ნახავენ იმას, რაც მათ ვერ გაჰყოფს, რაც მათ აერთიანებთ ამდენი წლის განმავლობაში.
დიახ, საშინელი დრო იყო, საშინელი კონფლიქტი, იმიტომ რომ მის უკან იდგნენ სიცოცხლეები, დანგრეული სახლები, იდგა კერა, რომელიც იქმნებოდა არაერთი ათწლეულის მანძილზე. მაგრამ, იცით, ადამიანი მაინც მაგრად არის მოწყობილი, ყველაფერი ცუდი მაინც დავიწყებას ეძლევა. რადგან რომ არ გვავიწყდებოდეს, ადამიანი ვერ იცოცხლებდა. აი ეს არის არსებული დანაკარგები. ადამიანი მხოლოდ ამ დანაკარგებით რომ ცხოვრობდეს, დაიღუპებოდა. სწორედ, ამიტომ შეუძლია ადამიანს აღორძინდეს და ააღორძინოს სიკეთე, ის ცხოვრობს, იცხოვრებს და იცხოვრებს მშვიდობიანად.
იცით, ამბობენ, რომ თუ სული არ აგტკიებია, ამაოდ გიცხოვრია. ხოლო ადამიანები, რომლებზეც ვსაუბრობთ, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიწაზე, მაინც გრძნობენ სხვის ტკივილს, როგორც საკუთარს. ესე იგი, სიმართლე მათ მხარესაა, ესე იგი მშვიდობა იქნება, ესე იგი ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ისევ ქორწინდებიან, უყვართ ერთმანეთი, მეგობრობენ. ჩვენთან ქორწილებში კარგად ცეკვავენ ქართულ ცეკვებს, ქართველები კი ცეკვავენ ოსურ ცეკვებს. ღმერთის წყალობით, ჩვენთან, ვლადიკავკაზში ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ვიცი, რომ ცხინვალში არის ძალიან ძლიერი ქალთა მოძრაობა.
ერთხელ ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ მითხრა: „მე მთელი ცხოვრება ვმეგობრობდი, მიმაჩნია, რომ ეს ერთი ხალხია. აი, როგორც ჩვენ გვყავს აჭარლები, კახელები. ასევე მთელი ცხოვრება ვთვლიდი, რომ ოსები იგივე ჩვენი ხალხის ნაწილია. მე ცხოვრება გავლილი მაქვს, მალე ორმოცის გავხდები, დარწმუნებული ვიყავი ამაში. ანუ, ძალიან ბევრს ვიცნობდი. ქალთა მოძრაობის მრავალი წარმომადგენელია ცხინვალში, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს. ისინი ყოველთვის ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან, ხვდებიან ერთმანეთს, მუშაობენ ერთად.
- თქვენთან ერთადაც, ხომ?
- ჩვენ უფრო მიწვევით ვმუშაობთ. რა აზრი აქვს მათ ჩამოსვლას ვლადიკავკაზში? ჩვენთან, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის. აი, ხვდებიან ერთმანეთს, ვიცი, რასაც აკეთებენ. ნაირა, მაგალითად, ვთვლი, რომ დიდებული ადამიანია. აი ახლა შეადგინა დიდი ქართულ-ოსური ლექსიკონი.
- ლექსიკონი?
- დიახ, ძალიან დიდი ლექსიკონი. მან მაჩუქა ... ქართულ-ოსური ლექსიკონი. ანუ ქართულ-ოსური და მეორე ნაწილია ოსურ-ქართული. შესანიშნავი ლექსიკონია, შესანიშნავი. და იგი საჭიროა. ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ ამაში. იქნება მშვიდობა, იქნება მშვიდობა. და ხალხი მიხვდება, რომ ... უკვე მიხვდა ხალხი, რომ მათ ომი არ სჭირდებათ, რომ ეს ომი ვიღაც სხვას სჭირდება. არ სჭირდებათ. ეს ისინი არიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც თავის შვილებს იქ არ აგზავნის. ისინი აგზავნიან სხვის შვილებს, და მათ, ვინც იქ სამუდამოდ რჩება, ისინი არ დასტირიან. ტირიან სხვა დედები, და სხვა შვილები ტირიან, არა ისინი. ღმერთია მათი მსაჯული.
ჩემს განსაკუთრებულ როლზე ვერაფერს ვიტყვი. ხომ გეუბნებით, ჩვენ ვხვდებით ოსური ენის მასწავლებლებს, ზედიზედ რამდენიმე წელია ჩავდივართ კოსტაობაზე, რომელიც კახეთში ტარდება. კახეთში არის სკოლა და სოფელიც, მას, მგონი ასეც ჰქვია - კოსტა, კოსტა ხეთაგუროვი, იქ მისი ძეგლიც დგას, მშვენიერი და ტარდება შესანიშნავი ზეიმი. ასეც უწოდებენ - კოსტაობა, დოღით, ცეკვებით, ჭიდაობით, ოსურ და ქართულ ენებზე ლექსების კითხვით. და ხალხი ჩამოდის, იცით, ყველა რაიონიდან, ჩვენი დელეგაციაც.
- ცხინვალიდანაც?
- ცხინვალიდანაც. ეს ოქტომბრის თვეში ხდება.
-----------------------------------------
ინტერვიუ ტატიანა კარნაევასთან, ერევანში შეხვედრის დროს, ჩაწერა ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა.
ტატიანა კარნაევა - პროფესიით პედაგოგია, ცხოვრობს და მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთში (ვლადიკავკაზში), ხშირად სტუმრობს თბილისს და თანამშრომლობს ქართულ მხარეს მცხოვრებ ოს პედაგოგებთან. არის სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით გამართული შეხვედრების მონაწილე.

სტატიის გამოყენების პირობები