კოვიდთან მებრძოლი ექთანი გამყოფ ხაზთან
ნიქოზის ამბულატორიიდან 500
მეტრში "შანხაის" უბანია - ცხინვალის დასახლება, რომელსაც აქეთ
დარჩენილები "მავთულხლართებს" უწოდებენ. სახლები სამედიცინო
დაწესებულებიდან იმდენად კარგად ჩანს, რომ შეუძლებელია ნიქოზელებს
ცოტა ხნით მაინც დაავიწყდეთ ოკუპაციის ტკივილი. აქ მომუშავე
მედპერსონალს ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს. ამბულატორიის ექთანი, ნინო
თვაური მხოლოდ ოთხი წელია, რაც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ესმის თუ
რამდენად მძიმეა ეპიდვითარება ქვეყანაში, თუმცა ამბობს რომ ის აქ
საჭიროა და პასუხისმგებლობას, რომელიც პანდემიამ და ანექსიამ
ერთდროულად დააკისრა, არ გაექცევა.
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ, სნაიპერმა რომ გვესროლოს ერთი სანტიმეტრითაც არ აგვაცილებს მეთქი. ცუდია რომ არ გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთში მიმოსვლისა. მინდა იქ მცხოვრებლებმაც მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ჩემი პაციენტი ოსი თუ ქართველი. ეს ძალიან უმნიშვნელოა. მითუმეტეს ახლა, როდესაც ვირუსი ასე მძვინვარებს," - გვეუბნება ნინო.
პირველად მუშაობა მასაჟისტად დაიწყო, შემდეგ ექთანი გახდა. ჯერ მცხეთის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა ახლახან სოფელს დაუბრუნდა რადგან აქ თავს ყველაზე საჭიროდ მიიჩნევს.
" ნიქოზის ლაბორატორიაში ლაბორანტის ექთანი ვარ. ახლა დაგვემატა რადიოლოგიის კაბინეტი, სადაც ასევე ექთნად ვმუშაობ. მცხეთის სამედიცინო ცენტრში სანამ პანდემია დაიწყებოდა რეანიმაციაში ვმუშაობდი. როდესაც საავადმყოფო კოვიდცენტრად გადაკეთდა, მუშაობის ორკვირიან რეჟიმზე გადავიდა. ამიტომ გადავწყვიტე რეანიმაციიდან წამოვსულიყავი და მხოლოდ სწრაფი ტესტები მეკეთებინა, რადგან ნიქოზის ამბულატორიაში მუშაობაც შემძლებოდა. ვიცოდი, რომ აქ უფრო საჭირო ვიქნებოდი. ჩემს ხალხთან.
ახლა ტრანსპორტის შეფერხების გამო ისედაც ვეღარ დავდივარ მცხეთაში. სამაგიეროდ აქ ვარ ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
ნინოსთვისაც რთული აღმოჩნდა, პირველი ტალღისგან გამოწვეული გაურკვევლობა და ქაოსი გადაელახა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვირუსთან სიახლოვემ და მისი თავისებურებების უკეთ გაცნობამ ბევრი რამ ასწავლა.
"სულ თავიდან, როდესაც კორონავირუსზე დაიწყო საუბარი ვერ ვიფიქრებდი, რომ ამასთან ბრძოლა მეც მომიწევდა. საქართველოში ვირუსის დაფიქსირების პირველმა შემთხვევამ ძალიან შემაშინა. საშინელი ქაოსი იყო, როდესაც კოვიდცენტრებად კეთდებოდა თითქმის ყველა სავადმყოფო. რა თქმა უნდა, ყველას გვეშინოდა. პირბადეს არ ვიხსნიდით შეფუთულები ვიყავით. შემდეგ უკვე რომ გავიცანით ეს ვირუსი, დაძაბულობა გაქრა და ცოტა ჩვენც მოვდუნდით. სამწუხაროდ ამან გამოიწვია ის, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა," - გვიყვება ნინო.
სამსახურეობრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ოჯახზე. 36 წლის ექთანი 3 შვილის დედაა და კარგად ხვდება, რომ მისი ფასდაუდებელი სამსახური ხშირად მისი შვილების ჯანმრთელობასაც რისკის ქვეშ აყენებს.
"კოვიდზე სწრაფი ტესტების კეთება რომ დამევალა თავიდან ძალიან ვფრთხილობდი სახლში არაფერი მიმეტანა. სამი შვილი მყავს და მათ არ შექმნოდათ რაიმე საფრთხე. როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო, მაშინ ჩემი ქალიშვილი საკვებით მოიწამლა. საშინელი ალერგია ჰქონდა. ყელი შეუშუპდა, სუნთქვა არ შეეძლო და თვალები დაუსივდა. ძალიან ცუდად იყო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები გამოძახებაზე აგვიანებდნენ ან საერთოდ ვერ ახერხებდნენ მისვლას. მაშინ მეგონა, რომ მე მივუტანე ვირუსი და მას კოვიდის ძალიან მძიმე ფორმა ჰქონდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა დაბნეული ვიყავი. შემდეგ ანტიჰისტამინი დავალევინე და მისი მდგომარეობაც დასტაბილურდა. როდესაც სასწრაფო მოვიდა უკვე კარგად იყო. ახლა ვხვდები, მე რომ ექთანი არ ვყოფილიყავი სასწრაფო ვერ მომისწრებდა და ჩემს შვილს ვერაფერს ვუშველიდი. როდესაც სხვას ვჭირდები ძალიან ძლიერი ვარ, მაგრამ ჩემს შვილს როდესაც დავჭირდი დედა უფრო ვიყავი ვიდრე ექთანი."
ნინო თვაური ამბობს, რომ ვირუსმა მის შვილებს დედის ყურადღება მოაკლო, დატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვეღარ ახერხებს მათთან ურთიერთობას. როდესაც სახლში ბრუნდება, მაშინაც ცდილობს ოჯახის წევრებისაგან იზოლირებული იყოს და სოციალური დისტანცია მკაცრად დაიცვას.
"ამ პერიოდში მათ ძალიან მოაკლდათ ჩემი ყურადღება. 5 წლის გოგონა გამუდმებით აპროტესტებს ჩემს სამსახურს. თან სახლში რომ მივდივარ, ვცდილობ არ ვიყო მათთან კონტაქტში და ესეც ძალიან ზღუდავს მათ. მაგრამ ვიცი, რომ ახლა ყველაზე საჭირო სამსახურში ვარ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღამით დაურეკავთ ავადმყოფებს, ვისაც ექთნის მომსახურება, გადასხმა, კათეტერის ჩადგმა, ან რამე მსგავსი სჭირდება. ღამე გვიან წავსულვარ მათთან და დავხმარებივარ. დასვენების დღეები ნაკლებად გვაქვს. პატარა სოფელია და ვერ ეტყვი ადამიანს ვისვენებ და ვერ მოგემსახურებითო."
სამედიცინო დაწესებულებაში სრული დატვირთვის მიუხედავად, ექთანი ახერხებს სახლში მიაკითხოს პაციენტებს და იქვე ჩაუტაროს ლაბორატორიული გამოკვლევები. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, ექთნის სახლში ვიზიტი განსაკუთრებით მოხუცებისათვის დიდი ნუგეშია.
"ახლა გაიზარდა ჩემი მოვალეობები. ვარ ლაბორატორიაში, რადიოლოგიაში. მივდივარ ოჯახებში მათთან ვინც ვერ ახერხებს ჩვენამდე მოსვლას. მივალ პაციენტთან, ანალიზს ავუღებ შემდეგ ვბრუნდები ლაბორატორიაში, ვაკეთებთ ამ ანალიზს და შემდეგ ისევ მივდივარ მათთან სახლში და ვუტოვებ ანალიზის პასუხებს. ჩვენი ამბულატორია ხუთ სოფელს ემსახურება და შესაბამისად მომართვიანობა საკმაოდ დიდია. არის დღეები როცა 50 პაციენტს ვემსახურები. მომართვიანობამ პანდემიის შემდეგ უფრო მოიმატა. ასე ვართ კოვიდთან ბრძოლაში"
ნიქოზის ამბულატორია 5 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოეწყო.
მანამდე ნიქოზელები, როგორც გორის კლინიკების, ასევე, ხშირად, ცხინვალის საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობდნენ. ომის შემდეგ, სახელმწიფოსა და საელჩოების დაფინანსებით, სამედიცინო ცენტრი მოაწყეს.
სულ ახლახანს, 2020 წლის ოქტომბერში ნიქოზის ამბულატორიამ გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ნიქოზის ამბულატორიაში გარემონტდა და მოეწყო თანამედროვე სტანდართების რენდგენოდიაგნოსტიკური კაბინეტი და კლინიკურ-ბიოქიმიურ-იმუნოფერმენტული ლაბორატორია.
2020 წლის ივნისში, იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაციამ ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსმა" ამბულატორია აღჭურვა სამედიცინო ტექნიკით.

სტატიის გამოყენების პირობები