რედაქტორის რჩევით
სოფელი ტკოცა - ,,იმდენი ვიყვირე, გაზი გამოიყვანეს, ახლგა გზაზე უნდა ვიყვირო"
,,იმდენი ვიყვირე, რომ გაზი გამოიყვანეს, სასმელი წყალი
უნდა გამოეყვანათ და არ გამოიყვანეს. ახლა ვყვირივარ გზას, იქნებ
როგორმე გზა გაკეთდეს. გამგებელმა გვითხრა პროექტი მზად არის და
დავიწყებთ გაზაფხულიდან გზის გაკეთებასო. გაზაფხული კი არა ზაფხულიც
მოვიდა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ჩვენ სოფლამდე ორი გზა
მოდის და ორივე გაფუჭებულია. გაზის გასაკეთებლად როცა მოვიდნენ,
დათხარეს გზები, ისე მქონდა მოხრეშილი გზა ცალხიდიანი მანქანა
ჩვეულებრივად ამოდიოდა, ახლა კიდე ორხიდიანი მანქანაც კი ვეღარ ამოდის
აღმართში."- აღნიშნა ერთ-ერთმა მოსახლემ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცას მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათი თქმით სოფელში არ არის გაზა, სასმელი და სარწყავი წყალი. ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, ნაწილი კი ქალაქში სამუშაოს საძიებლად არის წასული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა ტკოცაში, სადაც ახლად დამონტაჟებული კარუსელები დაათვალიერა. მოსახლეობის თქმით, მაშინ, გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყებოდა, თუმცა ტკოცაში სამუსაოები დღემდე არ დაწყებულა.
,,წყალი გვაქვს სასმელი, მხოლოდ მხოლოდ ჩვენი, მოსახლეობის გაკეთებული. მინდვრებიდან გამოვიყვანეთ წვალებით, მაგრამ მაინც უხარისხოდ არის გამოყვანილი. ბასეინები არ არის გაკეთებული. მქონდა წინადადება, სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემოგვეღობა ბასეინები, იმიტომ რომ თაგვით და ბაყაყით არის სავსე ბასეინები. მაგრამ გამოვიდნენ მასწავლებლები და ხმათაუმრავლესობიტ გადაწყდა და ბავშვებისთვის გაკეთდა კარუსელები. სარწყავი წყალი საერთოდ არ არსებობს ჩვენთან, მოსავალიც არ არის, მთიანი ადგილია. თუ არ იწვიმა გექტარზე რომ უნდა მოვიდეს 5 ტონა მოსავალი, მოდის ტონანახევარი."
,,სოფელში დომინოს თამაშით ვერთობით, თუ ინტერნეტიც გაქვს სოციალურ ქსელებს გამოიყენებ თუ არა და აჩვენებენ ერთი და იგივე რაღაცეებს, თურქულ სერიალებს. სხვა რაზე უნდა გაერთო, თოხი და ბარი, ბავშვები ამ კარუსელებზე ერთობიან, ერთი თვეა რაც გააკეთეს. გაღმიდან ისმის მარტო ტურების და მგლების ყმუილი.
Qარტლი,გე ესაუბრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვულის, მისი თქმით ატოცში გზა მომავალი წლის გაზაფხულზე გაკეთდება.
,,საპროექტო სამუშაოები დამთავრდება ამ წელში და მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები."- განაცხადა ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები