რედაქტორის რჩევით
კალენდარი
,,არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ოკუპანტ ქვეყანას" - ჟურნალისტების აქცია გორში
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მისმა წევრებმა, ბათუმიდან თელავამდე, სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქცია სახელწოდებით ,,ნუ გვესვრი" გამართა.

ქარტიამ აქციები მას შემდეგ დაანონსა, როდესაც 21 ივნისს გამთენიისას თბილისში პოლიციელებმა საპროტესტო გამოსვლები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს. დაშლისას 31 ჟურნალისტი დაშავდა. 

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ადგილობრივი ჟურნალისტები ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ. წარწერები პოლიციის შენობაში დატოვეს, თუმცა წარწერებიანი ქაღალდები პოლიციელებმა ნაგვის ურნაში ჩაყარეს.

,,ნუ გვესვრი - დიახ, ეს არის ზუსტი სლოგანი, რომელიც ჩვენ სამართალდამცველებს უნდა ვუთხრათ. იმიტომ, რომ გუშინ ვხედავდით, როგორ დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს. 31 ჟურნალისტი და ოპერატორია იდენტიფიცირებული, ვისაც მოხვდა რეზინის ტყვია. მე არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ემსგავსება ოკუპანტ სახელმწიფოს; სადაც ჟურნალისტებს ყოველდღიურად იჭერენ, ესვრიან, კვლავენ, ციხეებში ამწყვდევენ რაღაც აბსურდული ბრალდებებით. არ მინდა, რომ საქართველო, სადაც პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დაემსგავსოს ოკუპანტ სახელმწიფოს." - განაცხადა რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა.

,,გუშინდელმა აქციამ გვაჩვენა, რომ ჟურნალისტები არ არიან დაცულები. 30-ზე მეტ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა პირდაპირ ესროლეს. მათ მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. და ჩვენ მოვედით ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. მოვიტანეთ ტრანსპარანტები და დავტოვეთ პოლიციაში, რათა ვუთხრათ მათ, რომ ვართ ჟურნალისტები და ვასრულებთ პროფესიულ მოვალეობას." - აღნიშნა ქარტლი.გე-ს ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისის საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. "ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

პარლამენტში შესვლის მცდელობას წინ უძღოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განაცხადი, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომიტინგეები პარლამენტს მშვიდობიანად დაიკავებენ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.