რედაქტორის რჩევით
კალენდარი
რა მოხდა გორის საბავშვო ბაღში
გორში, 2-წლის ბავშვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზა ტარდება. ბავშვის მშობელი საბავშვო ბაღის აღმზრდელის დასჯას ითხოვს.  საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბავშვს დაზიანებები სკოლამდელ დაწესებულებაში არ მიუღია.

დედის პოზიცია:

,,გასულ ორშაბათს, 17 ივნისს, გორის ბაგა - ბაღში, ჩემი შვილი დაკბინა თანაჯგუფელმა, აღმზრდელები აცხადებენ, რომ არ დაუნახავთ და არც დამნაშავედ უგრძვნიათ თავი (თორემ კიდევ ვაპატიებდი ალბათ). არც ტირილის ხმა გაუგიათ, მაშინ როდესაც, ძირს დაგდებულ ბავშვს, სათამაშოს ურტყამდა და კბენდა მეორე ბავშვი. ექთანს კი კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი ანთება) ეგონა. იკითხავთ, რატომ ვწერ ეხლა პოსტს, ამიტომ გეტყვით, რომ არ ვაპირებდი, მაგრამ, რადგანაც საქმეს პროკურატურა იძიებს, ბაღის აღმზრდელები იძვრენენ თავს და ზოგიერთი მშობელიც მათ უჭერს მხარს და ასხამს ხოტბას. ის კი ავიწყდებათ, რომ მათი შვილები საფრთხეში არიან და ერთი თეფშის, დაუმადლებელი სადილის ფასად იცავენ მათ. შეხედეთ ფოტოებს და თავად განსაჯეთ არიან თუ არა დასასჯელები?" - წერს სოციალურ ქსელში ბავშვის დედა.

რას აცხადებენ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში

ფაქტის შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი საქმის კურსშია. ის აცხადებს, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში იმავე დღეს მივიდა, როგორც კი, ბაღის დირექტორმა ტელეფონით ინციდენტის შესახებ, აცნობა. ლია კოვზიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღში მოადგილესთან და იურისტთან ერთად მივიდა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პატრული დახვდათ:

,,იქნებოდა, დაახლოებით, 13:45 სთ, როდესაც საბავშვო ბაღის დირექტორმა დამირეკა და მაცნობა, რომ ერთ-ერთ ბავშვს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები. ამ დროს ტელეფონში განწირული ყვირილის ხმა მომესმა. მაშინვე ვკითხე დირექტორს, რა ხდებოდა. მითხრა, რომ მშობელი იყო მოსული და უყურადღებობაში მათ ადანაშაულებდა. ვთხოვე, რომ მშობელი დაეწყნარებინათ, მოქცეოდნენ გულისხმიერად, არ გაეღიზიანებინათ უფრო და ჩვენც დაუყოვნებლივ მივიდოდით" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

საბავშვო ბაღში ლია კოვზიაშვილი თანამშრომლებთან ერთად 10-15 წუთში მივიდა.

,,დამხვდა ძალიან დაძაბული სიტუაცია. მშობელი და აღმზრდელი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ბუნებრივია, ფაქტს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, თუმცა ორივე მხარეს მოვუსმინე. დედა აცხადებს, რომ ბავშვი ჯგუფელმა დაკბინა, ხოლო აღმზრდელი უარყოფდა. მსგავსი ფაქტი ჩვენთან არ მომხდარაო. საუბარია 2 წლის ასაკის ბავშვებზე. მე ამ ბავშვს დაველაპარაკე და მითხრა იმ ბავშვის სახელი, ვინც დაკბინა. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გავარკვიე ისიც, თუ რა მდგომარეობა ჰქონდა ბავშვს, როდესაც დილით დედამ ბაღში მიიყვანა" - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, დედამ ბავშვი საბავშვო ბაღში დილის 10-ის ნახევარზე მიიყვანა.

,,დირექტორმა მითხრა, რომ მშობელმა ბავშვი დილით 10-ის ნახევარზე მიიყვანა. რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში ბავშვს გაცდენები ჰქონდა, გარკვეული სახის ინფექციური დაავადების გამო, მშობელმა სამედიცინო ცნობის წარდგენის საჭიროების შესახებ, იკითხა. დირექტორმა უპასუხა, რომ ცნობა არ იყო საჭირო, რადგან საბავშვო ბაღებში დღეს თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს. ამის შემდეგ მშობელი წავიდა სახლში. დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ, ბავშვი ეზოდან აცრემლებული შედის ოთახში. თვალი დაწითლებული ჰქონდა, ხოლო ლოყაზეც შემაჩნიეს სიწითლე. ექთანმა გასინჯა და ჩათვალა, რომ ეს ანთების ბრალი იყო, როგორც მე მითხრეს, მაშინვე უცნობებიათ მშობლისთვის." - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

ბაღის ადმინისტრაციამ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს განუმარტა, რომ სხეულზე დაზიანებები, შესაძლოა, იმ დაავადების გამოვლინება ყოფილიყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში, ინფექციური დაავადების სახით, 2-წლის ასაკის ბავშვს აღენიშნებოდა.

,,მითხრეს ისიც, რომ დილის საუზმის შემდეგ, ბავშვები მცირე ხნით ეზოში გასულან. რაკი პატარა გიორგი დიდი ხნის განმავლობაში არ დადიოდა ბაღში, მას ჯგუფელი ჩახუტებია. შემდეგ ეზოდან კვლავ ოთახში შესულან. სწორედ, ამ დროს, ყოფილა აცრემლებული ბავშვი. ეს მოხდა დილის 9:45 სთ-ზე. დედას მაშინვე აცნობეს ბავშვის მდგომარეობა. თვითონ აღმზრდელმა აცნობა მშობელს. მშობელმა უპასუხა, რომ დაუყოვნებლივ მისვლას ვერ შეძლებდა. მშობელი ბაღში დაახლოებით 13:30 სთ-ზე მისულა. ბაღის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს კბენას, თორემ შევამჩნევდითო. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია." - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ის დაზიანებები, რაც ბავშვს აღენიშნება, ლია კოვზიაშვილი განმარტავს, რომ პირველივე დანახვისთანავე, ვიზუალური შეფასებით, ჩათვალა, რომ ეს ნაკბენი უნდა ყოფილიყო: ,,მე როცა ბავშვი ვნახე, თვალზე და ლოყაზე შევამჩნიე სიწითლე. სიმართლე გითხრათ, ვიზუალური შეფასებით, მეც მაშინვე კბენად ჩათვალე. თუმცა, სწორი, სამართლებრივი შეფასებითვის ექსპერტიზის პასუხს უნდა დაველოდოთ."
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.