რედაქტორის რჩევით
,,გაატარე ზაფხული საქართველოში" - სოციალურ ქსელში ახალ კამპანიას 100 000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან
ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო და რუს
ტურისტულ კომპანიებს საქართველოში დაგეგმილი ტურების გაუქმება
მოსთხოვა, სოციალურ ქსელში ახალი ჯგუფი შეიქმნა.
,,გაატარე ზაფხული საქართველოში" - ამ ჯგუფში მეორე დღეა უკვე
100 000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ
ისინი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან, რაც უკავშირდება ქვეყნის
ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
,,გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე
ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის
მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები
და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი.
კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო
რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #Spend your summer in Georgia"" -
აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კამპანიის ინიციატორთა ჯგუფი: მარიამ გუჯაბიძე; მარი ჯობავა;
ნინი ნოღაშვილი; ქეთა გოლეთიანი; ნინი მჭედლიშვილი.
უკვე მეორე დღეა კამპანიას სხვადასხვა ქვეყნიდანად შეუერთდნენ.
უცხოელი მოქალაქეები პოსტებს აქვეყნებენ და თანამოქალაქეებს
საქართველოში გამგზავრებას ურჩევენ.
რუსი ტურისტების დიდ რაოდენობას, 2018 და 2019 წლის პირველ
ნახევარში, გორის ტურიზმის ცენტრიც მონაცემებიც ადასტურებას. ტურიზმის
განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ
მუნიციპალიტეტში შემოსული ვიზიტორების 55%-ი რუსულენოვანი ტურისტია.
ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები