რედაქტორის რჩევით
2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება
2020 წლის საპარლამენტო არცჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარდება. ამის შესახებ დღეს "პართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა
ივანიშვილმა განაცხადა, მისი თქმით მოიხსნება პროცენტული ბარიერიც.
"საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი
ფართომასშტაბიან ცვლილებებს ემსახურება. ნაცვლად 2024-ისა საქართველო
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავა, რათა ყველას მიეცეს
საშუალება პარლამენტში მოხვედრის. ის იქნება გარანტია მრავალპარტიული
პარლამენტისა. მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე დაიწყება
კონსულტაციები ყველა პარტიასთან" - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი
ქვეყნის პემიერ-მინისტრმაც გააკეთა. მამუკა პახტაძემ პროპორციულ
სისტემაზე გადასვლას უპრეცედენტო უწოდა.
"უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რასაც
გუნდი სრულად უჭერს მხარს "ქართული ოცნების" ინიციატივით
კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წელს ჩარადებოდა პროპორციული
სისტემით არჩევნები, თუმცა ახლა ეს დაკორექტირდა. ამ გადაწყვეტილებით
ოპოზიცია განვითარდება და მეტი წარმომადგენელი ეყოლება
პარლამენტში.ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პროცენტული ზღვარის გარეშე
მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო
მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში."- ამბობს ბახტაძე.
ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები