რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ქარელში ,,კეთილმოწყობის" სახელით ორი ორგანიზაციაა
ქარელის მუნიციპალიტეტში ორი სამსახურია, რომელთაც მიზნად ,,ქარელის კეთილმოწყობა" აქვთ დასახული. ერთ-ერთი მათგანი ,,აიპია", მეორე კი, - ,,შპს". ორივეს დამფუძნებელი ადგილობრივი თვითმმართველობაა.

qartli.ge-მ მოიპოვა ააიპ " ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის" 2019 წლის საშტატო ნუსხა. ჯემალ გულიაშვილი არის მუნიციპალიტეტის მერის ძმა. ,,ააიპში" ასევე დასაქმებულია ლევან მარჯანიძე. საინტერესო ისაა, რომ ლევან მარჯანიძის მამა ,,აიპის" კონკურენტი კომპანიის ,,შპს ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელმძღვანელი კობა მარჯანიძეა.

(ა) აიპი ,,კეთილმოწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად იმერლიშვილმა ჩამოთვლილი პირების მუშაობა დაადასტურა.

რატომ ორი ორგანიზაცია ერთი და იგივე სახელით და მიზნებით?

,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი" და ,,ქარელის კეთილმოწყობის სამსახური" სხვადასხვა ორგანიზაციებია მერიის იურისტისთვის. ინგა ეკალაძე ამბობს, რომ სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. ,,მნიშვნელობა აქვს დებულებაში რა წერია" - ამბობს ეკალაძე.

მას ორჯერ დავუკავშირდით. გვითხრა, რომ ,,აიპი" მერიის ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით ფინანსდება, ხოლო ,,შპს" წარმოადგენს კერძო სამართლის პირს, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო ფუნქციები აქვს.

საჯარო რეესტრში კი, სულ სხვა ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელმაც ინგა ეკალაძის ინფორმაცია არ დაასტურა. რეესტრის მიხედვით, ,,შპს" ის ფუნქციები გააჩნია, რომელიც ,,აიპია" დაკავებული: შპს-ს საქმიონობის სფეროა:
ქალაქის ქუჩების დაგვა - დასუფთავება, ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობა, საყოფაცხოვრებო ნარჩებნების გატანა, სკვერების მოვლა - პატრონობა და გამწვანება, დეკორატიული განათების მოვლა პატრონობა, განათების მოვლა პატრონობა.

რაც შეეხება ,,აიპის", მისი დებულება საჯარო რეესტრში ატვირთული არ არის. თუმცა, იმ სუბსიდიებიდან გამომდინარე, რომელსაც მერია გამოყოფს, ანალოგიურ მიზნებს ასახავს. მერიის იურისტი ინგა ეკალაძე ამტკიცებს, რომ ახალი დებულებები მხოლოდ მერიაში ინახება, რომლის გაცნობის საშუალება წერილობითი განცხადების შემდეგ, გახდება შესაძლებელი.

შპს ,,ქარელის კეთილმოწყობის სამსახური" 2010 წლიდან არსებობს . მისი რეორგანიზაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. მუნიციპალური საწარმოს დირექტორი ზვიად იმერლიშვილი, 2016 წლის 13 იანვარს, გაათავისუფლა, თუმცა დანიშნა ერთი თვით ადრე დაფუძნებულ ,,აიპი ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის" ხელმძღვანელად.


ბიუჯეტი და ტენდერები

ქარელის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებულია, წერია: ნარჩენების გატანაზე გათვალისწინებულია 1 034 000 ლარი; გარე განათებაზე 300 000 ლარი.

რაც შეეხება ტენდერებს, შპს ,,კეთილმოწყობის სამსახურს" 194 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული; აქედან გამარტივებული 156 ტენდერი იყო. საერთო ღირებულება 472 772 ლარს შეადგენს.

,,ააიპი" მონაწილეობა მიღებული აქვს 410 ტენდერში, საიდანაც გამარტივებული იყო 359. ხელშეკრულების ჯამური საერთო ღირებულება 986 050 ლარი შეადგინა. ტრენდერების 85% ში გამარჯვებული გახდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.