წმინდა ნინოს გზის მომლოცველები დღეს გორში შემოვლენ. ისინი
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში 16:00-დან
17:00 საათამდე მივლენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ახალაქალაქის,
კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე
გასროშვილიმა აცნობა. მისი თქმით, მომლოცველების ჯგუფი სამცხე
ჯავახეთიდან ფეხით მოემართება და ამ წუთებში, ისინი ხაშურის
მისადგომობთან იმყოფებიან. გარდა ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის
მრევლისა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფრიკიდან ჩამოსული
მართლმადიდებლებიც.
„წმინდა ნინომ პირველი ღამე სადაც გაათია, ფოკიდან, ფარავნის ტბიდან
დაიწყო ლოცვითი მსვლელობა. 31 მაისს მომლოცველებმა ღამე ტბასთან
გაათენეს, წირვა აღევლინა და ლოცვითი მსვლელობა 1 ივნისს დაიწყო.
მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად გამოიარა რამდენიმე კილომეტრი,
მსვლელოობა 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება.“- ამბობს დეკანოზი.
მორწმუნეები წელს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წლის,
ხოლო ლოცვითი მსვლელობიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები