რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორელი საჯარო მოხელეები ,,რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ
,,რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემის წამყვანის მიერ გაკეთებულ მიმართვას გორელი საჯარო მოხელეებიც ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის შემდეგ, რუსთავის 2-ის შესახებ, გორის საკრებულოს წევრებმაც სტატუსები გამოაქვეყნეს.

მიშა გოგინაშვილი: (გორის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან") - ,,გვარამია, გაბუნია, რუსთავი 2 ერთი სახეა და საქართველოს მტრები. ხროვა, რომელთაც საქართველოც და ქართველებიც ფეხებზე კიდიათ და საკუთარი ავადმყოფური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდათ, თავიაან ავადმყოფ ბელადთან ერთად. რუსთავი 2 არის დესტაბილიზაციის და პროვოკაციების სათავე. ნაცმოძი ტელევიზიას იყენებს არეულობების მოსაწყობად. კონფლიქტების წარმოქმნისთვის."

ლია ჩლაჩიძე
(გორის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან") - ,,ამ არხს ქვეყნის დაქცევა უნდა! მტრები არიან სამშობლოსი და ქართველი ხალხის."

თამარ მურალოვა: (გორის საკრებულოს წევრი, ,,ქართული ოცნებიდან") - ,,ეს არის საშინელება, რაც კი შეიძლება მოისმინოს ადამიანმა იმ ადამიანისგან რომელიც ყველაფერზე მიდის რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს."

განსხვავებული აზრი აქვს ამავე საკრებულოს წევრს, ოღონდ დამოუკიდებელი სტატუსით ირმა ამბარდნიშვილს. მან მიშა გოგინაშვილის პასუხად განაცხადა: - ,,ჟირინოვსკი ყოველდღე აგინებს მსოფლიოს და ამერიკას აქამდე კრემლის ვარსკვლავები უნდა ჰქონდეს ამერიკას ჩამოყრილი. გინებაზე რომ ომი იწყებოდეს, რასაც ჩვენი ჯარი აგინებს პუტინს, აქამდე აუსრულდებოდა".




ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაბუნიას მიმართვის შესახებ

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს", არამედ ქართულ ეთიკურ მედიას.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

,,ასევე ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ." - აღნიშნულია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.