რედაქტორის რჩევით
გენინსპექციამ პოლიციელების საქმის შესწავლა დაასრულა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლების - რამაზ გრიგალაშვილისა და
ალექსანდრე ოხანაშვილის მიმართ, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა
დაასრულა. ამის შესახებ სამართლებრივი დევნის განყოფილების უფროსმა
რედაქციას წერილობით აცნობა.
წერილის მიხედვით, გენსინსპექციამ პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ვერ დაადგინა.
საქმე qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს ეხება. 11 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისულ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს, ტერიტორია კი, იძულებით დაატოვებინეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტმა გენერალურ ინსპექციას გაუგზავნა.
ერთთვიანი ძიების შემდეგ Qartli.ge-ს რედაქტორმა უწყებიდან წერილი მიიღო, სადაც ვკითხულობთ: "შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურეობრივი შემოწმება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ შს სამინისტროს მოსამსახურეები და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გორის რაიონულ სამმართველოდან. შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა".
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ საბა წიწიკაშვილი აპირებს გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
"ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ორგანოში, შსს ხელმძღვანელობასთან დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, სახეზეა გენინსპექციის თანამშრომლების გულგრილობა და მოვითხოვთ ახალი გადაწყეტილების მიღებას, რაც შეეხება პროკურატურას სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა უწყებას, სადაც გამოძიება უკვე მიმდინარეობს" - აცხადებს ჟურნალისტი.
საინფორმაციო სააგენტო qartli.ge-მ მოახდინა იდენთიფიცირება იმ პოლიციელების, რომლებმაც საბა წიწიკაშვილს პროფესიული მოვალების შესრულების დროს ხელი შეუშალეს. ეს პილიციელები არიან ალეკო ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები