რედაქტორის რჩევით
,,რა უნდა გოგონას ფეხბურთზე?“ - სტერეოტიპი, რომელსაც ხაშურის გოგონათა საფეხბურთო გუნდი ამსხვრევს
ხაშურის გოგონათა საფეხბურთო გუნდი „ივერია“ 16 წელია არსებობს.
გუნდში ამდენივე გოგონა ირიცხება და მათი ასაკი 10 დან 28 წლამდე
მერყეობს. დაარსებიდან დღემდე საფეხბურთო სკოლაში მრავალი თაობა
გაიზარდა.
არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა ამ ხნის მანძილზე სტერეოტიპი - ,,რა უნდა გოგოს ფეხბურთზე“ - არ დამსხვრეულა.
თითოეულ მათგანს გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი აქვს, მათ შორისაა ოსიაურელი ელენე ენჯიბაძე.
როგორც საუკეთესო ნახევარმცველმა პირველი ჯილდო ,,კოკა-კოლას თასზე“ მიიღო, მეორე ჯილდო კი, საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით მოიპოვა.
ამბობს, რომ ეს მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებების, რომელიც მან, საფეხბურთო გუნდ „ივერიში“ თამაშისას მიაღწია.
ყოველივე ეს კი, ელენეს დაეხმარა მშობლები დაერწმუნებინა იმაში, რომ არა ექიმობა, არამედ ფეხბურთელობა სურს.
,,დედა პროფესიით ექიმია, უნდოდა რომ მეც ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ უკვე შეეჩვია, რომ ფეხბურთელობა მინდოდა, თან წარმატებებსაც რომ მივაღწიე, ამიტომ. დედა, მამა, ბაბუა, ახალგაზრდობაში ყველა ფეხბურთს თამაშობდა და მეც გადავწყვიტე, რომ მეთამაშა ფეხბურთი. ჩემი კლასელები წინააღმდეგი იყვნენ, სად გაგონილა გოგო და ფეხბურთიო? მაგრამ, ეხლა მიეჩვივნენ და თვითონაც თამაშობენ ხოლმე ფეხბურთს, ჩემთან ერთად, სოფელში.“-ამბობს ელენე.
ელენეს მსგავსად, საკუთარ მომავალს ფეხბურთში ხედავს მარიამ მეტრეველი. ის ბორჯომში ცხოვრობს და წელს სკოლას ამთავრებს. გაკვეთილების შემდეგ სავარჯიშოდ ბორჯომიდან ხაშურში დადის.
ამბობს, რომ ყოველივე ეს, არც ისე იოლია თუმცა, ფეხბურთის სიყვარულმა ბარიერები დააძლევინა. მისი თქმით, გამუდმებით იმის დამტკიცება უწევს, რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცის სპორტი არ არის.
,,თავდიან დამოკიდებულება ისეთი იყო, რომ გოგო და ფეხბურთელი... მართალია ჩემს მშობლებს მსგავსი რამ არ უთქვამთ, რადგან ჩემი გადაწყვეტილება იყო და კარგად მიიღეს, ორივე სიხარულით მიშვებს და ხელს მიწყობს. ხალხის დამოკიდებულება რა თქმა უნდა არ იყო კარგი, ამიტომ, ვცდიოლობ ავუხსნა ყველას, რომ ეს არ არის კაცის და ქალის საქმე, ეს არის მათი საქმე, ვისაც უყვარს.“ - ამბობს მარიამ მეტრეველი.
ხაშურის გოგონათა გუნდს თემურ კობერიძე ხელმძღვანელობს. ის ქალთა ფეხბურთით 2003 წელს დაინტერესდა და მასაც, პატარა ქალაქში დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევასთან მოუწია ჭიდილი. იქამდე კი, ხაშურის გუნდის კაპიტანი იყო და საქართველოს ლიგის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებშიც ირიცხებოდა. კობერიძეს გოგონების მშობლებთან ხშირად უწევს იმის მტკიცება, რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცების სპორტი არაა და ბავშვებს, რომლებსაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების დიდი პოტენციალი აქვთ, არჩევანის თავისუფლება უნდა მისცენ.
,,ნახევარ საუკუნეზე მეტია ხაშურის ფეხბურთს ვემსახურები. ვაგრძელებ ბავშვებთან მუშაობას. ვიღებთ მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. გვქონდა წარმატებები, 2008 წელს ჩემპიონები გავხდით. 2003 წელს, მსოფლიოს მინი ჩემპიონადზე „ფოქს კიდსის“ გათამაშების ეგიდით ვიყავით ჰოლანდიაში. 2012 წელსაც ჩემპიონები გავხდიოთ, 2016 წელს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავეთ, ერთი ქულით გაგვასწრო ქუთაისის გუნდმა. სამჯერ გავხდით პლიაჟის ფეხბურთის ჩემპიონები.“
ხაშურის გოგონათა გუნდი „ივერია“ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველწლიურად 12 ათასი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარით ფინანსდება.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები