რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ქარელის კულტურის ახალ სახლში ფეკალიების გასაწმენდად ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ქარელის კულტურის სახლში დაზიანებული საკანალიზაციო მილის შესაკეთებლად ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

"ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩავარდა, მონაწილეობა არავინ მიიღო. ცენტრალური საკანალიზაციო მილი პერიოდულად იბიდნება, რის გამოც კულტურის სახლს პრობლემა ექმნება. ფეკალიებს ვერ ატარებს. პერიოდულად არ ფუნქციონირებს არც გარე და არც შიდა საპირფარეშოები." - გვითხრა (ა) აიპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა მერი არხოშაშვილმა.

ქარელის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ალექსი ჯოჯიშვილის განმარტებით, ცენტრალური საკანალიზაციო მილი არასწორად არის დამონტაჟებული, რაც ქმნის პრობლემებს. ჯოჯიშვილის ინფორმაციით, მილი მთლიანად ამოსაცვლელია, ასევე დასამონტაჟებელია ახალი ხელსაბანები. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა 11 ივლისს გამოაქვეყნა.

კულტურის სახლის გარე საპირფარეშოები 2015 წელს გაკეთდა. ის, რომ ქარელის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს უხარისხოდ შესრულდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც წერია.

"აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ კულტურის სახლის აივანზე მეტლახი აყრილია, რამდენიმე ადგილზე სახურავიდან და აივნიდან წყალი ჩამოვიდა, რის გამოც დაზიანდა ჭერი და კედლები. ასევე, საპირფარეშოში კაფელი დაზიანებულია და სხვა. მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მიმწოდებელმა ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ ობიექტზე დაზიანებული ადგილები კვლავ წარმოიშვა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები. " - აღნიშნულია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტს კულტურის სახლთან დაკავშირებით რეკომენდაციებითაც მიმართა.

"მუნიციპალიტეტის გამგეობამ დანერგოს კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად; რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდებას ხარვეზების გარეშე" - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ქარელის მუნიციპალიტეტის აუდიტორული კვლევა 2017 წელს გამოქვეყნდა.

ამჟამად, ქარელის კულტურის სახლის საკანალიზაციო გაყვანილობის აღდგენის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა, რომლის ღირებულება 5 395 ლარია. კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს ჩატარდა, რაზეც 963 000 ლარი დაიხარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.