რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორში ,,იავნანამ" და ,,გერმანულმა ჰოსპიტალმა" მემორანდუმი გააფორმეს
,,იავნანასა" და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ ,,გერმანულ ჰოსპიტალს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის საფუძველზე, პირველად რეგიონში ბავშთა ქირურგიული (როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით - ე.წ. უსისხლო), ტრამვატოლოგიურ-ორთოპედიული და უროლოგიური ოპერაციები ჩატარდება.

სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას"" ხელმძღვანელის, ვასილ ჭეიშვილის თქმით, ნებისმიერ ბავშვი, ნებისმიერ მოქალაქე გორში ,,გერმანული ჰოსპიტალის"" სპეციალისტებთან ერთად მაღალკვალიფიციური მომსახურების მიღებას შეძლებს.

,,იავნანასა"" და ,,გერმანულ ჰოსპიტალს"" შორის, რომელიც თბილისში მდებარეობს თანამშრომლობის ხელშეკრულება ფორმდება. ნებისმიერ ბავშვს, ნებისმიერ მოქალაქეს უკვე გორში ,,გერმანული ჰოსპიტალის"" სპეციალისტებთან ერთად მაღალკვალიფიციური მომსახურების მიღება შეეძლება. საჭიროების შემთხვევაში კი ნებისმიერი პაციენტი შეიძლება ,,გერმანულ ჰოსპიტალში"" გაიგზავნოს და იქ გააგრძელოს მკურნალობა. ჩვენ ჩანიშნული გვექნება დღე, როდესაც მოქალაქეები კონსულტაციაზე ჩაეწერებიან თბილისიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართლში პრაქტიკულად არ არსებობდა ბავშვთა გეგმიური ქირურგიული, ორთოპედიული და უროლოგიური მიმართულება და ახლა ვქმნით ჩვენ პირველ პრეცენდენტს, რომ ,,იავნანაში"" ამ სამ მიმართულებაზე ბავშვთა გეგმიური ოპერაციები ჩატარდება"" - ამბობს ვასილ ჭეიშვილი.

,,გერმანული ჰოსპიტალი"" წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას, სადაც სრული სპექტრით არის წარმოდგენილი ბავშვთა მიმართულება. მემორანდუმის მიზანია ის რომ ჩვენ პატარებს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება მივცეთ, რომ ისინი საკუთარ სახლებში ბედნიერად დაბრუნდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ"" - ამბობს ,,გერმანული ჰოსპიტალის"" გენერალური დირექტორი - ნიკა მენთეშაშვილი.

,,გერმანული ჰოსპიტალის" ექიმებმა პაციენტების პირველი უფასო გასინჯვა-კონსულტაცია 17 ივლისს უკვე გამართეს.

,,იავნანაში" ოპერაციებს ჩაატარებენ: ლევან ფერაძე - ,,გერმანული ჰოსპიტალის" ბავშთა ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი; ზურაბ ბერუაშვილი - ,,გერმანული ჰოსპიტალის" ბავშვთა ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და პაატა გიორგაძე - ,,გერმანული ჰოსპიტალის" პროფესორი, ბავშთა უროლოგი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.