რედაქტორის რჩევით
კასპის სოფელ თელიანში მეფრინველეობის ფერმა აშენდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე მეფრინველეობის
ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“
ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის
ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 960,000 ლარი
შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი
დანაზოგია.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს, ასევე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს თელას ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები