რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ხიდისთაველი ველომრბოლელი - საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი
18-19 ივლისს, თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის სამთო ველოსპორტში. ფინალიში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრები, 15 წლის ლუკა კურტანიძე გავიდა, მან მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილს ნიკიტა სოლონარი დაესაკუთრა, ხოლო პირველს, გუგა უძილაური.

როგორც qartli.ge-ს კურტანიძის მწვრთნელმა, კობა აბაიშვილმა განუცხადა, ხიდისთაველი მოზარდი საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია. ის სავარჯიშოდ ხიდისთავიდან თბილისში კვირაში ოთხეჯ დადის.

,,ვარჯიში დაიწყო შარშან, ნოემბერში. მამამ მოიყვანა. ძალიან უყვარს ველოსიპედიო. კვირაში 4 დღე დადის თბილისში. ჯერ მარტო დადიოდა, მერე მისმა მეგობარმაც დაიწყო ვარჯიში. დანარჩენი დღეები სახლში ვარჯიშობენ. ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთი საათი მარტო გზაში უნდათ ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმე შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შედები ეხლა დადგა. ხანდახან უსახსრიბის გამოც ვერ წამოსულა ვარჯიშზე და მოკრძალებით დაურეკავს, ვერ მოვდივარო. რომ ვეუბნებიდი რატომ ვერ მოდიხარ-თქმო, მეუბნებოდა ოჯახური პირობების გამოო. ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე.“-გვითხრა კობა აბაშიშვილმა.

ლუკა კურტანიძე გვიყვება, რომ ველოსიპედი ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარს, ველოსპორტით კი, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მეგობარმა საბადურის ტყეში, ველოტურზე წაიყვანა. გული სწყდება, რომ გორში სპორტის ეს სახეობა განვითარებული არ არის, ამიტომ, სავარჯიშოდ თბილისში უწევს სიარული. სამომავლოდ გეგმავს, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს და მშობლიურ მხარეში, ველოსპორტის წრე გახსნას.

,,თბილისში სავარჯიშოდ სიარულს უკვე მივეჩვიე, თუმცა, მაინც მიჭირს. ბავშვობიდან მიყვარდა ველოსიპედი მაგრამ, არ ვიცოდი საქართველოში თუ იყო ეს სპორტი. კარგი იქნება გორშიც რომ იყოს და ამიტომ, ვაპირებ თავი არ დავზოგო, ვივარჯიშო და მომავალში მწვრთნელი გავხდე. მეც ვივავრჯიშებ და სხვებსაც ვავარჯიშებ.“-ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.