რედაქტორის რჩევით
გორის ინციდენტის მთავარი მონაწილე გიორგი მასხულია მილიონერმა თურქეთში გაგზავნა
გორში, რესტორან ,,მზიურში" მომხდარი ინციდენტის მთავარი მონაწილე
გიორგი მასხულია თურქეთშია. მასთან ერთად მოდელი დარინა გაგნიძე
იმყოფება. მასხულია ამბობს, რომ ბილეთი შემთხვევის ღამეს, თურქმა
მილიონერმა შეუძინა.
,,ხალხს ჰგონია, რომ მე გორის ამბების გამო გავფრინდი. ავიაბილეთი თურქეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა მილიონერმა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ შეიძინა, რადგან გადაღებები მაქვს თურქეთში. თან ჩემი მოდელი, დარინა გაგნიძე მახლავს.“-ამბობს მასხულია.
დიზაინერი ნინო ადამაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ამ დრომდე არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
,,თმებით თრევა არის, როდესაც ითრევ, დააგდებ ძირს, სცემ და მოატრიალებ „პოლზე“ და ასე შემდეგ... არ მითრევია თმით, ნამდვილად. თმით ნათრევი ქალი ასეთი განწყობით არ უნდა აძლევდეს ინტერვიუებს. ესე დალაგებულად და მიზანმართულად არ უნდა საუბრობდეს. ცემას არ ჰქონიოა ადგილი, იქ ისეთი ამბავი იყო, რომ ძაღლი-კატას ვერ ცნობდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ გადი-თქო და გრძელი თმა აქვს და მომედო ხელი. მე ამას ვთვლი, რომ ნაზად მოვკიდე და თმაში მოხვდა ხელი. ესეც იმიტომ, რომ ვიყავი ძალიან გადამწვარი, ვინერვიულე, საუკეთესო მეგობარი რომ ცუდად გახდა, ემოციურ ფონზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი, რომ გადი-მეთქი და თმით ნამდვილად არ მითრევია.“ - აცხადებს მასხულია.
გიორგი მასხულია POS-TV-ს მიერ, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც ექსპერტიზამ ადამაშვილზე ძალადობა დაადგინა. დიზაინერი თვლის, რომ ერთ დღეში ექსპერტიზა მსგავს დასკვნებს არ აკეთებს და გაჟღებული ინფორმაცია ყალბია.
„ვფიქრობ, რომ POS-TV-ს მიერ, გასაჯაროვებული ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი. ადამაშვილი მივიდა ექსპერტიზაზე, გადაცემა იმავე დღეს დამონტაჟდა და ასე მალე, რანაირად არის ექსპერტიზის პასუხი?“ - დიზაინერი იმასაც ამბობს, რომ, ერთ დროს, თვითონ და ნინო ადამაშვილი, პარტნიორები იყვნენ და „მის მკერდის“ კონკურსი ერთობლივი ძალებით გააკეთეს. მოგვიანებით კი, ერთმანეთს იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ ადამაშვილმა მასზე საუბარი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით დაიწყო.
,,ადამაშვილს ყურადღებას აღარავინ აქცევდა, იმიტომ რომ წარუმატებელი კონკურსი ჰქონდა ,,მის მკერდი", მხოლოდ ორი პროექტი გაქაჩა, ისიც იმიტომ, რომ მე ვედექი გვერდით და მე გავუკეთე უსასყიდლოდ მთელი პროექტები. მერე მიღალატა და ჩემზე ლანძვა დაიწყო. საუკეთესო მეგობარს, წლების მეგობარს უღალატა, სოსო კავკავაშვილს. ამით კი, გაიპიარა თავი. 28-ში ვბრუნდები საქართველოში და ამას, ასე არ დავტოვებ.“-გვეუბნება მასხულია.
ცნობისთვის, ნინო ადამაშვილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზიის ბიუროში პოლიციელებმა გუშინ მიიყვანეს, მასაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და მის კაბასაც, რომელიც ადამაშვილის მტკიცებით, ინციდენტის დროს დაზიანდა. საქმეზე გამოძიებას შსს ძალადობის მუხლით აწარმოებს.
იხ. ამავე თემაზე:
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს
გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა, რომელსაც ,,ფეშენ უიქის" ბანერი მიჰქონდა
გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მესამედ შეცვლილი გადაწყვეტილება - გორში ,,Fashion Week" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
რესტორან “მზიურთან“ მომხდარ ფაქტზე POST-TV-ს წამყვანმა მტკიცებულებები წარადგინა

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები