რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორში 20-წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გორში, წმინდაწყალზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, 24-წლის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 17 მაისს მიიღო.

დიდმა პალატამ ძალაში დატოვა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ადვოკატის მოთხოვნა, გამამართლებელი განაჩენის დადგომის შესახებ, არ გათვალისწინა.

ახალგაზრდებს შორის წმინდაწყალზე ჩხუბი 2017 წლის 25 ივლისს, საღამოს 19;30 სთ-ზე მოხდა. ბრალდებულია ნ. თ-ა, რომელმაც, პროკურატურის მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის მრავალჯერ დარტყმით ფიზიკური დაზიანებები მიყენა მ. ს-ს, რომელიც გარდაიცვალა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალი უნდა შეიცვალოს 117-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. დაცვის მხარის მტკიცებით, 24-წლის მამაკაცი ადგილზე არ გარდაცვლილა, რადგან გარდაცვალების ფაქტი საავადმყოფოში დაფიქსირდა.

,,მოწმეთა ჩვენებები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ნ. თ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას." - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების მიხედვით, არსებობენ ფიზიკური დაპირისპირების თვითმხილველი პირები, რომელთა ჩვენებებით დგინდება შემდეგი:

,,მიუხედავად იმისა, რომ მ. ს-ე იყო წაქცეული, მას ურტყამდა ნ. თ-ი, რომელიც არ ჩერდებოდა და აგრძელებდა მის უმოწყალოდ ცემას, რაც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ დაზარალებულისათვის არა მხოლოდ სხეულის დაზიანება მიეყენებინა, არამედ მოესპო მისი სიცოცხლე. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკაცია და სიმძიმე, ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის უგონოდ ყოფნის მიუხედავად, მსჯავრდებული მაინც განაგრძობდა მისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებას მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა იგი არ მოაშორეს ძირს დავარდნილ, უგონოდ მყოფ მ. ს-ს." - წერია გადაწყვეტილებაში.

იხ. ამავე თემაზე:

გორში 24-წლის მამაკაცი ცემის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მსხვერპლით დასრულებული ჯგუფური ანგარიშსწორება დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.