რედაქტორის რჩევით
კავთურას ხეობა - კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შიდა ქართლში
შიდა ქართლში მდინარეების: ძამას, ტანას და თეძამის ხეობების გვერდით,
მნიშვნელოვანი ადგილი მდინარე კავთურას ხეობას უკავია. სწორედ, ამ
ხეობაშია ქვათახევის მონასტერი. მონასტრის ზევით კი, ცოტამ თუ იცის,
რა ხდება.
ტურისტული ორგანიზაციის ,,მწვანე ზებრას“ მოლაშქრეებს აქ ყოველ სეზონზე ტური აქვთ დაგეგმილი. სწორედ, მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
დიდმა ქართველმა მეცნიერმა, სერგი მაკალათიამ, მდინარეს ხეობას სპეციალური ნაშრომი, ჯერ კიდევ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მიუძღვნა სახელწოდებით - ,,კავთურის ხეობა“.
"მაღალ ქედზე აგებულია თავკავთას წმ. გიორგის ეკლესია და დიდი ციხე-გალავანი.. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით არის ძველი ციხე-გალავანი... იგი აგებულია კლდოვან ნიადაგზე ქვითკირით, მისი კედლის სიმაღლე რვა მეტრია. კავთის ციხე-გალავანი ნაგებია კლდის დიდი ლოდებით და ციკლოპური ნაგებობის შთაბეჭდილებას სტოვებს. მისი კედლების სისქე 1, 50 მეტრს უდრის. ციხე-გალავანს უჭირავს ერთი ჰექტარი ფართობი. თუ მტერი ეკლესიის გალავანში შეიჭრებოდა, მაშინ ხალხი ციხე-გალავანში იხიზნებოდა და აქედან ებრძოდა მტერს" - წერს სერგი მაკალათია.
ამ ხეობით სამხრეთ საქართველოდან მტერი შიდა ქართლში გადადიოდა. ამიტომ, სერგი მაკალათია წერს, რომ თავკავთას ციხეს ქართლის სამეფოს დასაცავად მნიშვნელოვანი როლი ეკავა.
კავთის ციხე მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც: ,, დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა, მაღალს კლდესა ზედა შენი".
მეცნიერი გიორი შატბერაშვილი წერს, რომ "კავთა" მდინარე კავთურის ხეობაში გაბტონებული სახელწოდებაა (კავთა, თავკავთა, კავთის-ხევი, კავთურა, კავთის ციხე, კავთის ეკლესია, გვარი კავთიაშვილი).
თავკავთას სახელით მეორე ეკლესიაა აშენებული სოფელ თვალადში. მის შესახებ მაკალათია აღნიშნავს:
,,მე-16-17 საუკუნეში, გადმოცემით, თავკავთაში ლეკებს მლოცველები დაუხოცავთ, ხალხი ლეკების შიშით თავკავთაში ვერ მიდიოდა. ამის გამო მის მოადგილედ ეს ეკლესია აქ აუშენებიათ".
ს. მაკალათია თავის წიგნის დასაწყისში განიხილავს ხალხში გავრცელებულ ლეგენდას კავიანი ჯოხის შესახებ:
,,ერთ მეცხვარეს უძველეს დროში კავიანი ჯოხით კავთურის სათავის ნანგრევებიდან ხატი გამოუტანია. ეს ხატი იქე დაუსვენებიათ და კავთის წმინდა გიორგის პატარა ეკლესია აუგიათ. "ამ ისტორიული კავის გამო ადგილსა და მდინარესაც კავთა დარქმევია". მეცხვარის გვარიც კავთიაშვილად შეუცვლიათ.“
სერგი მაკალათიას მიაჩნია, რომ ,,კავთა“ მომდინარეობს ,,კვართისგან“; გიორგი შატბერაშვილი კი თვლის, რომ კავთა მომდინარეობს ხევსურულ ,,ქავთასგან“, რაც ციხესიმაგრეს ან ციხე-გალავანს ნიშნავს.
მოლაშქრეთა კლუბი "მწვანე ზებრა" დაარსდა 2015 წლის 21 მარტს. განსხვავებული მარშრუტების, პროფესიონალი ორგანიზატორების, კომპეტენტური ინსტრუქტორების, უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული.
დღეს, "მწვანე ზებრა" ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა და აერთიანებს ტურიზმის სხვადასხვა.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები