რედაქტორის რჩევით
წუხელ გორში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა
პოლიცია ეძებს რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც გამთენიასას
წმინდაწყალზე, სადგურის დასახლებაში, სტალინის გამზირზე და იუსტიციის
სახლთან მდებრე სავაჭრო ობიექტები გატეხეს.
წმინდაწყალზე ერთ-ერთი აფთიაქის გატეხვა სცადეს. აფთიაქის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კარი დაზიანებულია და პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
როგორც ირკვევა, სავაჭრო უბნის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდები ტაქსის მძღოლს საეჭვოდ შეუმჩნევია. ,,დაუძახა, რას აკეთებთო" და ამის შემდეგ გაქცეულან ახალგაზრდები.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
წუხელ გორში კიდევ სხვა შემთხვევებიც მოხდა. იუსტიციის სახლთან ჯიხური გატეხეს. ამხილეს ასრულწლოვნები, გამოძიება 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.
სადგურის დასახლებაში თონე გატეხეს, თუმცა, არაფერი წაუღიათ. თანხა ადგილზე არ იყო შენახული. შსს-ს ცნობით, ამხილეს არასრულწლოვნები. გამოძიება 19-177- ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე, გორში კეცხოველის ქუჩაზე მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე მხილებულია არასრულწოვანი- 19-177 მუხლით.
qartli.ge წერდა, რომ პოლიციის ეკიპაჟის წევრები მობილიზებული იყვნენ სტალინის გამზირზეც. ყურადღება გზის სავალ ნაწილზე პიკაპის მიერ საავარიო სიტუაციის შექმნან გამოიწვია. შსს-ში გვითხრეს, რომ სტალინის ქუჩაზეც პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
პოლიცია იყო მობილიზებული იუსტიციის სახლთანაც. დილის საათებში პოლიციის თანამშრომლები სავაჭრო ჯიხურთან საგამოძიებო მოქმედებს ახორციელებდნენ.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები