რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ნიქოზში აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მემორიალი გაიხსნა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება. მემორიალი ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  გახსნა.

ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

შს მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივ მკვიდრებთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოსახლეობამ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა სთხოვა. მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა.
გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო , მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

,,ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის რაც დავკარგეთ და ის რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში სამშობლო ვის უფრო უყვარს , ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი , საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ, და ყველამ კარგად ვიცით რომ ხაზი რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა, გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე , მათ მომავალზე და პირველ რიგში დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა. ‘’ განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

მემორიალის გარდა, მოსახლეობამ გიორგი გახარიას გზის დაგებაც სთხოვა, აღსანიშნავია რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სატენდერო პროცედურები და გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელში უკვე მალე დაიწყება.
მემორიალის გახსნის შემდეგ გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზზე ზემო ნიქოზის საგუშაგოშიც იმყოფებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.