რედაქტორის რჩევით
კალენდარი
მამუკა ბახტაძე: ,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში"
,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში ყოფნის დროს. ის ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში იმყოფებოდა, სადაც, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დევნილები ცხოვრობენ.

,,დღეს მე სტუმრად ვიმყოფებოდი ოჯახში, რომელიც იძულებული იყო 90-იანი წლების დასაწყისში დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი. ისინი ცხინვალიდან არიან. დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია და სწორედ ეს არის პასუხი, რომ ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ თავიაანთი სახლ-კარი. ვიმყოფებით დასახლებაში, რომლის მშენებლობაც ორი წლის წინ დაიწყო. წელს და მომავალ წელს კიდევ 2 000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა’’ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი შესრულდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი 90-იან წლებში ცხინვალიდან დევნილი ქესანაშვილების ოჯახს პირადად ესტუმრა და ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს ბინა კიდევ 2 000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა.

..ჩავთვალოთ, რომ ის, რაც ამ კორპუსების სახით გვაქვს, მხოლოდ, დროებით გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი მუდმივი საფიქრალი კი დაკარგული ტერიტორიებია’’ - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა პრემიერ-მინისტრათან შეხვედრის დროს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.