რედაქტორის რჩევით
მოხუცები ომში
აგვისტოს ომის დროს, მოხუცების დიდმა ნაწილმა საკუთარი საცხოვრებელი
სახლები არ დატოვა. ისინი ამბობდნენ, რომ დევნილობაში ყოფნას, საკუთარ
არე-მარეზე დაღუპვა ერჩივნათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ მასალებში, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოსთვის გაამზადეს, უამრავი ისტორია ინახება:
სოფელ დისევში მაროდიორები 13 აგვისტოს ისევ გამოჩნდნენ. ამ დროისათვის სოფლის ნახევარი უკვე გადამწვარი იყო. ჯერ ძარცვავდნენ და შემდეგ წვავდნენ. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ტყეში იმალებოდა. მორიგეობით ჩამოდიოდნენ.
„15 აგვისტოს სოფლის სახლების 70% უკვე დამწვარი იყო. პროცესს ტყიდან ვუყურებდი. ისეთ სიმაღლეებზე ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად ჩანდა. სწორედ 15 აგვისტოს მოკლეს ელგუჯა ოქროპირიძეც.” - ყვება ერთ-ერთი მცხოვრები.
ელგუჯა სთხოვდა, სახლი არ დაეწვათ, პასუხად კი ავტომატური იარაღიდან 4 ტყვია ესროლეს.
ელგუჯა ოქროპირიძის მკვლელობის ფაქტს მისი მეზობელი შოთა ოქროპირიძეც ადასტურებს, რომელმაც მიცვალებული მის სახლთან ნახა. ვახტანგ ოქროპირიძე ყვება, რომ 70 წლის მოხუცი, ელგუჯა ოქროპირიძე, მებრძოლებს ევედრებოდა, სახლი არ დამიწვათო და „უმოწყალოდ მოკლეს. 4 ტყვია ჰქონდა დახლილი. სახის არეში ჰქონდა მორტყმული“.
რუსი სამხედროები პატარა ლიახვის ხეობაში - ანდრეი ბაბჩენკოს ფოტო
„ჩემი მეზობელი ელგუჯა ოქროპირიძე სწორედ მაშინ მოკლეს, როცა თავისი სახლის დაწვას შეეწინააღმდეგაო”, - ადასტურებს ლილი მამისაშვილიც. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, კლავდნენ. „ასე მოკლეს ჩემი თანასოფლელი ელგუჯა ოქროპირიძე. ერთი ქალი ნატო ოქროპირიძე კი სახლში დაწვეს“.
12 აგვისტოს სოფელ ერგნეთში უკვე რუსული ჯარი იყო შესული. სულ რამდენიმე მოხუცი იყო დარჩენილი, მათ შორის ბატონი ვიქტორიც. სახლში იყო, როდესაც ჯარისკაცები მის ჭიშკარს მიადგნენ და სოფლის დატოვება მოსთხოვეს. მოხუცი ფეხს ითრევდა, საკუთარი სახლ-კარის დატოვება უჭირდა. თავისი მეზობლის შეურაცხყოფისა და სასტიკი ცემის შემხედვარეს შეეშინდა და, როდესაც ოკუპანტებისაგან გაქცევას ლამობდა, ზურგში ესროლეს. მეზობლებმა ჩუმად იქვე, საკუთარ ეზოში დაკრძალეს. უკვე სოფელში დაბრუნების შემდეგ ოჯახის წევრებმა სასაფალაოზე გადაასვენეს.
ვიქტორ გაგვიშვილის მკვლელობას მრავალი მოწმე ჰყავს, ვინაიდან სოფელში დარჩენილი მოხუცები ერთად იმალებოდნენ კასრაძიანთ უბანში, ვალიკო (ბურდა) კასრაძის სახლის სარდაფში. იმ დღესაც ერთად იყვნენ, და ბატონი ვიქტორი სულ რამდენიმე წუთით გადავიდა თავის სახლში, რომ საქონლისთვის ეჭმია. სწორედ ამ დროს დატრიალდა ტრაგედიაც.
„ვიქტორის გასვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში გასროლის ხმა გავიგეთ. ერთ-ორ წუთში ვიქტორი ვალიკოს სახლის ეზოში შემოვიდა. მიშველეთ, ვკვდებიო, თქვა და იქვე ეზოს კიბეებზე ჩამოჯდა. ერთ წუთში სული დალია“.
რამდენიმე წუთში სამი შეიარაღებული, თეთრსამკლაურიანი პირი მოხუცებთანაც შევიდა. „მერე ჩვენ ღობესთან აგვაყუდეს. შედარებით ახალგაზრდებს მხრები შეუმოწმეს, ჯარისკაცები ხომ არ იყვნენ. შემდეგ სახლში ავიდნენ და სახლი გაჩხრიკეს“ – იხსენებს ბურდას სახლს შეფარებული კიდევ ერთი მოხუცი ტარიელ კასრაძე. მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, ლიანა ჭამპურიძე, ეროვნებით ოსი იყო და მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა მოხუცებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას შეიარაღებულ პირებს. „სასწაულმა და ლიანას ვედრებამ გადაგვარჩინაო“, ამბობდნენ თვითმხილველები.
ვიქტორ გაგვიშვილის მკვლელობის ფაქტი ეუთოს 2008 წლის ანგარიშშიც არის მოხსენიებული.: „მაგალითად, ერგნეთში, სოფლის მკვიდრი მოგვიყვა, როგორ დაინახა, რომ რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ათმა პირმა ჯერ ხელი ჰკრა მოხუცს, ხოლო შემდეგ ზურგში ესროლა. მოხუცი დაეცა, შენობასთან მიხოხდა, ერთი ამოიკვნესა, მომკლესო და სული დალია.“
სოფელ ერგნეთში, მამისაანთ უბანში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლასთან ერთად სოფელი თანდათანობით იცლებოდა მოსახლეობისაგან. თუმცა, ისევე როგორც ბევრ სხვა ქართულ სოფელში, აქაც რამდენიმე მოხუცი ბოლო დღემდე სოფელში რჩებოდა. 93 წლის გიორგი კასრაძეც სოფელში იყო და საკუთარ სახლ-კარს არ ტოვებდა. 12 აგვისტოს შემდეგ მის შესახებ მეზობლებს არაფერი სმენიათ, თუმცა უკვე მოგვიანებით თავისი გადამწვარი სახლის ნანგრევებში იპოვეს მკვდარი. ამ შემზარავი მკვლელობის თვითმხილველები, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ, თუმცა სოფელში ვიზიტის დროს ვესაუბრეთ მის შვილიშვილს, მაყვალა კასრაძეს და მეზობლებს, ვინც ბატონი გიორგის ცხედარი ნახა და მისი დაკრძალვა მოახერხა.
2008 წლის 22 აგვისტოს სოფელში შესვლა მოახერხა გიორგი კასრაძის შვილმა, ვახტანგ კასრაძემ, რომელმაც პირველმა ნახა სახლში დამწვარი მამის ნეშტი:
„მამაჩემი რადგან ლოგინად იყო ჩავარდნილი, პირდაპირ მისი ოთახისკენ წავედი, სახლის პირველ სართულზე. მამა იქ არ დამხვდა. ოთახი სულ მთლად გამომწვარი იყო. საწოლი, რომელზეც იწვა ხოლმე მამაჩემი, ხისა იყო. მისგან მხოლოდ ფერფლიღა იყო დარჩენილი. უკან მობრუნებისას, საწოლიდან დაახლოებით 2 მეტრში, ოთახის შუაში, იატაკზე, ხერხემლის ძვალი შევნიშნე, 30-40 სანტიმეტრის სიგრძის იქნებოდა. ხერხემლის ფორმა ჰქონდა, თან ზედვე ნეკნების ნაწილი ჰქონდა დარჩენილი, რომელიც გვერდებზე იყო გამოშვერილი და ამაზე მივხვდი, რომ ხერხემლის ძვალი იყო. ხერხემლის ძვალი დანახშირებული იყო და ხელი არ მიხლია. რუსი ჯარისკაცები ახლოს მომყვებოდნენ და იმათაც ვაჩვენე, თან ვუთხარი, რომ ხელი არ ახლოთ-მეთქი. მამაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ამიტომ გავიფიქრე, რომ მამაჩემის ძვლები იყო. ვიცოდი, რომ იქიდან თავს ვერ დააღწევდა. დაახლოებით ერთ კვირაში ისევ გადავწყვიტე ერგნეთში ასვლა, მამაჩემის დასაფლავება მინდოდა. მეღვრეკისის პოსტთან იგივე რუსი სამხედროები დამხვდნენ. ჩემი სახლის მდებარეობა რომ ვუთხარი, მითხრა, რომ თვითონ ყოფილა იქ და მამაჩემი დაუსაფლავებია. ციფრული აპარატით ჰქონდა სურათები გადაღებული. სურათებით ვიცანი საფლავის ადგილი, სახლის გვერდით ეზოში, აღმოსავლეთ მხარეს იყო გათხრილი.“
მთავარი ფოტო: ტარიელ ბასიშვილი, დიდი ლიახვის ხეობა

70 წლის
ელგუჯა ოქროპიძე - დისევში

ვიქტორ
გაგვიშვილი - ერგნეთში

ტარიელ
კასრაძე - ერგნეთი

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები