რედაქტორის რჩევით
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზრდილობის კურსების გავლა ურჩიეს
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარლენ ნადირაძეს
ზრდილობის კურსების გავლა ფრაქცია "ძლიერი გორის" თავმჯდომარემ,
ვასილისა ჯაბახიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ურჩია.
"რას დემაგოგობ, ვერ გავიგე. ხელები ჩაწიე და ზრდილობიანად
მელაპარაკე,"-უთხრა მარლენ ნადირაძემ ვასილისა ჯაბახიზეს.
ოპონენტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ მერიის გადაწვყვეტილება გააპროტესტა. დაპირისპირების ახალი ტალღა კეთილმოწყობის სააგენტოსთვის შეძენილ მანქანებს უკავშირდება, რომლებიც რუსული წარმოებისაა.
"რატომ შეჩერდა რუსულ კომოპანიააზე არჩევანი? რომელსაც რუსეთიც კი არ იყენებს დიდ ქალაქებში. ჩადით გუგუტიაანთკარში, ნახეთ, ბორდერიაცია მიმდინარეობს და ამ დროს რაზე ვსაუბრობთ ჩვენ?"-მიმართა ქორჩილავამ დეპუტატებს.
ოპონენტის კრიტიკულ გამოსვლას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მიხეილ გოგინაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, მერიას არ ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია რუსულ ტექნიკას შემოიყვანდა.
,,მერია რომ აცხადებს ტენდერს, იქ არ წერია წარმოება რუსულია თუ იტალიურია. იქ არის განმარტებები, რა უნდა იყოს და რას უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ტენდერში გაიმარჯვა კერძო ქართულმა კომპანიამ რომელსაც ყველაზე იაფათ ჰქონდა საშუალება შემოეტანა ესა თუ ის ტექნიაკა. შემდეგ შეიმოიტანა და ეს აღმოჩნდა რუსული ტექნიკა. საქართველოში უამრავი კერძო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს რუსულ ბაზარზე. როგორც იქიდან შემოაქვს, ისე აქედან გააქვთ. თქევნ რას იძახით, კერძო მესაკუთრეს ავუკრძალოთ რუსეთში ოპერირება?"-გგანაცხადა გოგინაშვილმა.
ცნობისთვის, რუსული წარმოების მანქანები გორში 5 აგვისტოს გამოჩნდა.
კომპანია ,,სტრადა" ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუ სად შეიძინა რუსული წარმოების სპეცტექნიკა. ,,დღეს ვერ გიპასუხებთ" - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის ოფიციალური მონაცემები ხელშეკრულებაშია მითითებული.
ეს ხელშეკრულებები კი გორის მერიამ და სატყეო სააგენტომ გააფორმა. მერიისა და ეროვნული სატყეო დეპარტამენტის მიერ შეძენილი მანქანები რუსული წარმოების აღმოჩნდა.
მწარმოებელი ქვეყანა და ბრენდის გრაფაში მითითებულია ,,რუსეთის ფედერაცია/GAZ Group". აღნიშნული კომპანია ე.წ.
გორკის ავტოქარხნითაა ცნობილი.
„ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი, სამი ერთეული მცირე და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა. „კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია.
,,ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით." - აღნიშნულია კომპანიის მიერ 2014 წელს გავრცელებულ განცხადებაში. ამ ჯგუფის პრეზენტაცია, სწორედ, 2014 წელს გაიმართა თბილისში.
სტრადა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია: სტრადა ჯგუფი, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს.
ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები