რედაქტორის რჩევით
კალენდარი
მძღოლი, რომელიც ომში მგზავრებთან ერთად გაიტაცეს
53 წლის თამაზ ქებაძე, 11 წლის შემდეგაც, გორი-მერეთი-ტყვიავის რეისს ასრულებს. ოღონდ, ამჯერად, სხვა მიკროავტობუსით. ის მანქანა კი, რომლითაც მარადიორებმა, ხალხთან ერთად, გაიტაცეს, ისტორიას დარჩა.

თამაზ ქებაძის სამგზავრო მიკროავტობუსი ხალხთან ერთად 9 აგვისტოს გაიტაცეს:

,,7 აგვისტოდან დავიწყე ხალხის გამოყვანა. უფასოდ მომყავდნენ მერეთიდან გორში და თბილისშიც ჩამიყვანია. ასევე, რვაშიც გამოვიყვანე და უკვე 9 აგვისტოს გამიტაცეს ტყვიავი-კარალეთის გზაზე. მე ვარ მერეთიდან. მშვიდობიანი მოსახლეობა გამომყავდა. არავისგან კაპიკი არ ამიღია. მერეთიდან მომყავდა მოსახლეობა, კარბი რომ დაიბომბა მაშინ გამომყავდა ხალხი. ტყვიავში დაგვხვდნენ ოსები და რუსები ავტომატებით. გადმოგვყარეს მანქანიდან დაგვაწვინეს ასფალტზე. ჩემივე მანქანით გაგვიტაცეს 26 კაცი." - იხსენებს თამაზ ქებაძე.

თამაზ ქებაძე ყვება, რომ ქალები ტყვიავიდან გაუშვეს. მხოლოდ კაცები წაიყვანეს ტყვედ.

,,საჭესთან დაჯდა ოსი. ნომრები მოაგლიჯეს ავტობუსს და წყალში გადაყარეს. სანამ ჩვენ ასფალტზე ვიწექით, სხვებსაც წაართვეს მანქანები. მერე წაგვიყვანეს ცხინვალისკენ. სულ სამი შეიარაღებული ოსი გამოგვყვა. მე ვცდილობდი რულთან დავმჯდარიყავი და იმ ოსმა გინება და ლანძღვა დამიწყო,  უკანა სკამზე გადმომაგდო. ცხინვალიდან მოდიოდნენ რუსეთის ტანკები. ტანკს რომ არ დაჯახებოდა, ამ ოსმა იქვე ხრეში ეყარა და მკვეთრად მოუხვია. ტირძნისში ხიდს რომ გადახვალ, თონეა და იმ თონესთან გადაბრუნდა ჩემი ავტობუსი. დაიღუპა 4 ადამიანი. ერთი მერეთელი იყო, ერთი მარანელი, ერთი ტყვიაველი და ერთი ოსი, ვინც გაგვიტაცა იმათგანი." - იხსენებს კობა ქებაძე. 



კობა ქებაძეს ხელის მტევანი დაუზიანდა. ამბობს, რომ შემდგომში მისი სახლი მერეთში დაცხრილეს, რადგან ის ოსის ბიჭი დაიღუპა:

,,სამმა ადამიანმა ავტობუსის გადაბრუნებით ვისარგებლეთ და გავიქეცით. 16 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს. მერე ეს 16 ქართველი გაცვალეს ოსებში. ჩვენ რომ გამოვრბოდით, ოსები გვესროდნენ. ჩემ ძმაკაცს ტუჩში მოხვდა და ტუჩი ჩაახია ანასხლეტმა. ეს სამი ადამიანი სირბილით ჩავედით შავშვებამდე. შავშვებში დაგვხვდა ქართული პოლიცია და საავადმყოფოში წაგვიყვანეს. სულ სისხლიანი ვიყავი. მას მერე ჩვეულებრივ დევნილივით ვცხოვრობდი, სანამ ომი არ დამთავრდა და სოფელში არ დავბრუნდით. ორი კვირის ნაყიდი მქონდა ეგ ავტობუსი და ასე დამიწვეს." - ამბობს კობა ქებაძე. 

,,დაზღვეული მქონდა, მაგრამ მერე პასუხი მომივიდა კომპანიისგან, რომ ომში დანაკარგს არ ვანაზღაურებთო. იმ საღამოს უნდა გამომეყვანა ჩემი ოჯახიც, მეუღლე და ორი შვილი. უკან უნდა ავბრუნებულიყავი, მაგრამ... მერე ჩემმა ძმაკაცმა წამოიყვანა. დაახლოებით თვენახევარში დავბრუნდით სოფელში. სახლი გაძარცვული და დაცხრილული დამხვდა. ისევ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ბანკიდან გამოვიტანე ფული, ვიყიდე მარშუტკა და ისევ დავიწყე სიარული გორი მერეთის ხაზზე." - აცხადებს კობა ქებაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.