რედაქტორის რჩევით
კალენდარი
127 ბომბი თორტიზაში - 12 აგვისტო
თორტიზა ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც რუსულმა ავიაციამ და სამხედრო ტექნიკამ 100-ზე მეტი ბომბი ისროლა. ჭურვების დიდი ნაწილი სოფლის ცენტრში აფეთქდა. დასახლებულ პუნქტში უამრავი ადამიანი დაშავდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, 16-წლის ნუგი ახალკაცი.

ქრისტინე მერებაშვილი ომის დროს კასეტური ბომბვის ჩამოგდებისას დაშავდა. იმ დროს 47-წლის იყო და მას შემდეგ შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირია. ომიდან 11 წლის შემდეგაც პირველი ჯგუფის დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქვედა კიდური დაუზიანდა.

,,იყო დრო, როდესაც ჯან-ღონით სავსე ვიყავი. ვვაჭრობდი ხილზე. ძალიან ძლიერი ქალი ვიყავი. ორ ოჯახს ვარჩენდი, იმდენს ვმუშაობდი. დღეს, 100-ლარიან პენსიის ასაღებად რომ მივდივარ, იმაზეც ცუდად ვხდები. ზოგჯერ, ერთ დღეში ვაკეთებდი 100 ლარს მუშაობის დროს" - ამბობს ქრისტინე მერებაშვილი.



მედეა ახალკაციც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც განმაღმეველებმა 127 ჭურვი იპოვეს. დაბომბვის დროს 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ბავშვი.

მედეა ახალკაცი ამბობს, რომ როდესაც სოფლის დაბომბვმა დაიწყო, იმ დროს ნაკვეთში იმყოფებოდა:

,,თითქოს ფრინველები გადმოფრინდნენ, ისე მოდიოდნენ თვითმფრინავები, მაშინვე სიმინდებში ჩავიმალე და დავწექი. ხმა იყო საშინელი და არ ვიცი, ჭურვის ნამსხვრევები იყო თუ რა, თავზე დამეყარა ყველაფერი. ეს იყო საშინელება, რაც ხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მედეა.

მაშინვე სახლისკენ გაიქცა. სოფელში პანიკა იყო. ზოგი დედას ეძებდა, ზოგი ძმას, დას... მოდიოდა დასისხლიანებული ხალხიც. სოფელში სრული ქაოსი იყო:

შემოვედი ეზოში და ბაღში ჩამოვარდნილი იყო ბომბიც. სახლიც მთლიანად დაზიანებული. დამტვრეული ფანჯრები. მუხლებამდე ეყარა დამსხვრეული მინები. სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი" - ამბობს მედეა ახალკაცი.

(შენიშვნა: ქალბატონი მედეა ახალკაცი ინტერვიუს აღებიდან 3 დღის შემდეგ, ზუსტად იგივე რიცხვში, 12 აგვისტოს გარდაიცვალა)



“ეთერის საფლავი ეზოში იყო გათხრილი. ამ საფლავთან იყო წამოწოლილი მისი მეუღლე და დასტიროდა. თავზე ჯვარი ეკეთა, მეც თუ მოვკვდები, რომ გვიცნონო,“-ასე იხსენებენ სოფელ თორტიზაში 11 წლის წინ, მერებაშვილების ტრაგედიას.
2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ როდესაც, რუსულმა ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო, ბომბის ანასხლეტით ეთერ მერებაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

„ამ დაბომბვის დროს ხალხი გავიქეცით, ზოგი არხში ვისხედით, წყალში ვიდექით მთელი დღე რომ ისევ არ განმეორებულიყო ეს დაბომბვა. რომ დაწყნარდა სიტუაცია და ამოვედით, ღრმა პატვლები იყო და იქ დავიწყეთ დამალვა. როცა გამოვედით ვნახეთ, რომ ეთერი ძირს იყო დაცემული. დაგლეჯილი იყო, რომ იტყვიან. მეუღლეს აეყვანა, ადიელაში გაეხვია, აივანზე დაეწვინა ტახტზე და დასტიროდა. ადიელით გადმოიყვანა მეუღლემ და ჩამარხა აქ. ეს სამი დღე რომ ესვენა, ბიჭებმა ფანერი შეკრეს, ჩაასვენეს და ჩავიყვანეთ ეკლესიის ეზოში დავკრძალეთ,“-ამბობს დარიკო ხიზანიშვილი.

„ჩემი დედამთლი კარებთან იდგა. ჭურვმა, რომელიც ჩამოვარდა, ინერციით გადააგდო. მთლიანად დაიშალა, ჩემმა მამათილმა ნაწილებად ააწყო,“-ამბობს ნესტან ბერიძე.




სოფელი დილით დაიბომბა. 16-წლის ნუგი (ნუგზარ ) ახალკაცმა მძიმე ჭრილობა ყელთან მიიღო. ხელები ნელ-ნელა უფითრდებოდა.

ოჯახის წევრებმა სასწრაფოდ გორში წაიყვანეს. გორის ჰოსპიტალში აღარავინ დახვდათ. 12 აგვისტო იდგა, განგაში გამოცხადებული იყო და ქალაქიდან ექიმების ევაკუაციაც განხორციელდა.

მანქანით დაჭრილი მოზარდი თბილისისკენ წაიყვანეს. ტრანსპორტი გაუფუჭდათ კიდეც, თუმცა, გზა მაინც გააგრძელეს. იგოეთთან ბავშვმა გონება დაკარგა. თბილისის შესასვლელში პაპამ პოლიციას სთხოვა - საავადმყოფომდე დაჭრილი შვილი მიმაყვანინეთო. სირენებით გზა გაათავისუფლეს.... იმავე ღამით ბავშვის ცხედარი სოფელში ჩამოასვენეს. ჭირისუფლები ხედავდნენ, რომ თორტიზა დაცარიელებული იყო, ხოლო ცხენებით, ურმებით, ფეხით და, ვისაც როგორ შეეძლო, ზემო მხარის სოფლებიდან მოსახლეობა იხიზნებოდა. ჭირისუფლებს ცხედართან ერთად კვლავ სოფლის დატოვება მოუწიათ.

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის ყოველი წლის აგვისტო ,,2008 წლის აგვისტოს" ტოლფასია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.