რედაქტორის რჩევით
პურის საცხობი გორში, რომელმაც ომის დროს მუშაობა არ შეაჩერა
გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საცხობი ,,გედამი’’
გორში დარჩენილი მოსახლეობისთვის პურს აცხობდა და ზოგჯერ
უსასყიდლოდაც არიგებდა.
ასეთ რთულ პირობებში საცხობის 12-მდე თანამშრომელმა მთელი საომარი მოქმედებების დროს იმუშავა.
იმ დღეების შესახებ ,,გედამის’’ ადმინისტრატორი, ამირან ნადირაშვილი იხსენებს:
,,როცა ომი დაიწყო, მოსახლეობა პანიკაში იყო და ქალაქს ტოვებდა. ამ დროს 8 აგვისტოს ჩვენმა უფროსმა, გენო მიხანაშვილმა შეგვკრიბა მთელი ჩვენი შემადგენლობა და ასეთი რამ გვითხრა: ხომ ხედავთ მდგომარეობა მძიმეა, ვინც ჯანმრთელია და საშუალება აქვს ყველა გადის ქალაქიდან, მაგრამ ვისაც არა აქვს საშუალება, ის ხალხი რჩება და ვინ არიან ესენი? პენსიონერები, უმწეოები. ამიტომ მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაჩერებ საწარმოს და ვისაც გინდათ დარჩით და გვერდით დამიდექით, ვისაც გეშინიათ წადითო. თანამშრომლების დიდი ნაწილი დარჩა. დავრჩი მეც. დაახლოებით 12 თანამშრომელი ვიქნებოდით. 24 საათი ვმუშაობდით და აქვე ვიძინებდით. ვყიდდით პურს და აქ დარჩენილებსაც უხაროდათ. გვეუბნებოდნენ, თქვენ რომ გხედავთ რომ მუშაობთ, ჩვენც იმედი გვეძლევაო. პური ჩვეულებრივ 45 თეთრი ღირდა, რაც ომამდე. თუმცა თუ ვინმე ისეთი მოვიდოდა, ვისაც ფული არ ჰქონდა ვჩუქნიდით. ჩემი მეუღლე და შვილები თბილისში იყვნენ. აქ დედაჩემი იყო დარჩენილი, რომელთანაც დღის განმავლობაში ერთი საათით გადავდიოდი, დანარჩენ დროს კი საცხობში ვატარებდი." - ამბობს ამირან ნადირაშვილი.
საცხობისთვის ყველაზე მძიმე დღეები ცხრა აგვისტოს შემდეგ იყო.
,,ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა ფქვილზე. სულ 2-3 დღის საკმარი ფქვილი გვქონდა აღებული. რა ვიცოდით, მოვლენები თუ ასე განვითარდებოდა. ქალაქში რუსი ჯარის შენაერთები იდგნენ. სამხედრო ტექნიკით გადაკეტილი ჰქონდათ კომბინატის ხიდი, საიდანაც ჩვენ ფქვილი უნდა მოგვეტანა. აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსავალი რომ გვენახა, ბატონმა გენომ გადაწყვიტა პირდაპირ მისულიყო რუს შენაერთებთან, რომლებიც დაკომპლექტებული იყვნენ ყაზახი და უზბეკი სამხედროებით. მეც გავყევი, რადგან კარგად ვფლობ რუსულ და უზბეკურ ენებს. ავუხსენით, რომ ჩვენ საცხობი გვქონდა და ქალაქში დარჩენილებს ვაპურებდით, რადგან არავინ იყო სხვა ჩვენს გარდა, ვინც ამას გააკეთებდა. ვთხოვეთ, ჩვენი ფქვილის მანქანა გაეტარებინათ კომბინატის ხიდზე, რომ ჩვენთვის ფქვილი მოეტანა. დაგვთანხმდნენ და გარდა ამისა, შემოგვთავაზეს თუ გინდათ ჩვენ დავიცავთ თქვენი საცხობის უსაფრთხოებასო, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით. ეს იყო ვინმე დიმა. ამის შემდეგ ჩვენს ფქვილის მანქანას უპრობლემოდ ატარებდნენ." - იხსენებს ამირანი.
რუსებთან ერთად ქალაქში შემოვიდნენ მარადიორები. დაყაჩაღებული ქართული მანქანებით დადიოდნენ ქალაქში და 10 აგვისტოს ,,გედამსაც" მიადგნენ:
,,ჩვენთანაც მოვიდნენ კაფეში, რომელიც საცხობის გვერდით გვქონდა. კაფე არ მუშაობდა, მაგრამ უცხოელი ჟურნალისტების თხოვნით გავაღეთ. იქ ისვენებდნენ ხოლმე. მარადიორებიც ამ დროს მოვიდნენ. მე ველაპარაკებოდი რუსულად. ლუდი გვინდაო მითხრეს და თან ფასიც იკითხეს. ვუთხარი ჩვენთან ლარებია მეთქი. ლარები არა გვაქვს, დოლარები გვაქვსო მიპასუხა. მეც ავდექი და იმ დროინდელი კურსის შესაბამისად დოლარში გადავუყვანე და იმის მიხედვით გადაიხადეს. იქ მყოფი ,,სი-ენ-ენ’’-ის ჟურნალისტი ჩამეკითხა, მართლა გადაიხადესო? გაოცებული დარჩა ამ ფაქტით. თვითონ რუსებიც მოდიოდნენ ჩვენთან და პურს ყიდულობდნენ. თანხას კი ჩვეულებრივად იხდიდნენ."
ერთხელ, ჩვენს კაფეშიც შემოვიდნენ ლუდის დასალევად და თან სიგარეტის მოწევაც დააპირეს, რაც ჩვენთან აკრძალული იყო. მე უბრალოდ მივუთითე, რომ ჩვენთან სიგარეტის მოწევა აკრძალულია და სხვათა შორის მათ ჩემი მოთხოვნა შეასრულეს.
მანადე კი სანამ სიტუაცია ასე დაიძაბებოდა და რუსი სამხედროები გორში შემოვიდოდნენ, ჩვენ ქართულ ჯარსაც ვუგზავნიდით პურს უფასოდ. ეს ძალიან კარგი საქმე იყო." - გვითხრა ამირან ნადირაშვილი.
დღესაც, როცა ომის დროს ქალაქში დარჩენილი ადამიანები ბატონ ამირანს ხვდებიან, იხსენებენ ხოლმე იმ მძიმე დღეებს და მადლობას უხდიან: ,,დღესაც გვიხდიან მადლობას, რომ ჩვენ არ მივატოვეთ და ვაგრძელებდით პურის ცხობას’’

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები