რედაქტორის რჩევით
გუგუტიანთკარში ჩასვლამდე დიპკორპუსის წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ
გუგუტიანთკარში ვიზიტამდე, ინფორმაცია მინისტრის მოადგილისგან
მოისმინეს.
შეხვედრის თემას სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და მისი ჰუმანიტარული შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.“ წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები