რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გუგუტიშვილებისა და რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახემწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.

ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიულ გადამზადებასაც იქნა შეთავაზებული.

სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.

„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, გუგუტიანთკარში მათი სახლები დაიბომბა. დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოცალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ამოცანა, ზოგადად, ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი. საქართველოში ასეთი სოფელი ასზე მეტია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ხუთ წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც საბაზისო საჭიროებები მოგვარებისკენა მიმართული - წყლის სისტეების მოწესრიგებისაკენ, გაზიფიცირებისაკენ, განათლების დაფინანსებსაკენ, ჯანდაცვის გარკვეული ობიექტების მშენებლობისაკენ, ინფრასტრუქტურის შეკეთებისაკენ და ა.შ. რაც მთავარია, თანდათან გადავალთ იმაზე, რომ სოფლებში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა გაჩნდეს, რათა ადამიანები ამ მიწაზე დამაგრდნენ და ამით გავცეთ საქმიანი, ღირსეული და ყველაზე ქმედითი პასუხი ოკუპაციას - განვითარებით, უკეთესი განათლებითა და მეტი შესაძლებლობით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები და ბარიკადები დავამარცხოთ.

„2013 წლიდან ამ სოფლების დახმარება და სტუდენტების დაფინანსება დავიწყეთ და მათი რიცხვი 2018-2019 სასწავლო წელს ფაქტობრივად სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. თავის მხრივ, ეს არის ძალიან სარწმუნო ინდიკატორი, რომ ოჯახები საკუთარ მიწაზე მაგრდებიან და ცხოვრებას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მავთულხლართების პირისპირ უწევთ ყოფნა, რაც ადვილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მართლაც აქ გადის ჩვენი ანტისაოკუპაციო, სამშვიდობო ფრონტის ხაზი. ჩვენი ვალია, მათ გვერდში დავუდგეთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.