რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ქარტიამ სამხედრო ჰოსპიტლის საჩივარზე qartli.ge-ს წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის განცხადება საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ. სადავო გახდა მასალა, რომელიც 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით „გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ სამხედროს „ლირიკა“ ესაჭიროება“. მოგვიანებით სტატიაში მოცემული დეტალები ჩასწორდა. შეიცვალა სათაურიც: „გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს „ლირიკა“ ესაჭიროება“.

ქარტიის საბჭომ მხარეებს 10 ივლისს მოუსმინა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებულ და საქმეზე განმეორებით იმსჯელა 28 ივლისის სხდომაზე. პირველ პრინციპზე (სიზუსტე) მსჯელობისას საბჭოს წევრთა ხმები გაიყო.

საბჭოს წევრთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა მედიკამენტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ საჯარო ინტერესი არსებობს და სადავო მასალაც არ არის გამონაკლისი. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ გავრცელებული არაზუსტი დეტალები არაარსებითი იყო და არ ცვლიდა მთლიანი სტატიის არსს.

საბჭოს მეორე ნაწილმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მათ გაიზიარეს, რომ დაშვებული უზუსტობები არ იყო არსებითი ხასიათის, მაგრამ მიიჩნიეს, რომ სულ 90 სიტყვიან ჟურნალისტურ პროდუქტში 3 არასწორი ფაქტის მითითება შეუსაბამოა ეთიკური ჟურნალისტიკისათვის. მით უფრო, რომ ჟურნალისტი სტატიის მომზადებისას ხელმძღვანელობდა ოფიციალური შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტებით, სადაც ყველა ინფორმაცია ზუსტად იყო მითითებული.

ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი განმარტავს, რომ სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენლის საჩივარი აგებული იყო სიძულვილის ენაზე, რომლის რეალურ შემდგენლებს სხვა ინტერესი ამოძრავებდათ: ,,მიუხედავად იმისა, რომ მცირე სახის უზუსტობა გასწორდა ჰოსპიტალის პრეს-სამსახურის, ბატონ შოთა ჩილინდრიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საჩივარი მაინც ძველ მასალაზე ააგეს; თითქოს ჩვენ შევულახეთ რეპუტაცია თავდაცვის მინისტრს - ლევან იზორიას, რადგან ჰოსპიტალმა ლირიკის შეძენა სთხოვა არა ლევან იზორიას, არამედ ლევან რაზმაძეს (შესყიდვების სააგენტოს). მეორე პრეტენზია ის იყო, რომ პაციენტი სტატიის გამოქვეყნების დროს გადიოდა არა სტაციონალურ, არამედ ამბულატორიულ მკურნალობას. ხოლო მესამე პრეტენზია ის გახლდათ, რომ იყო არა 1 ცალი ლირიკა, არამედ 1 კოლოფი. მთავარი კი, ამ ამბავში ის იყო, რომ ჰოსპიტალი ტკივილგამაყუჩებლებისთვის ითხოვდა ,,ლირიკას", რომელიც წარმოადგენს ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ეს ფაქტი იყო ზუსტი" - აცხადებს საბა წიწიკაშვილი.

იმისათვის, რომ ქარტიის რომელიმე პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა დადგინდეს, საჭიროა საბჭოს 5-მა წევრმა ანუ საერთო რაოდენობის უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი. მოცემულ შემთხვევაში კი პირველ პრინციპზე საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

აქედან გამომდინარე საბჭოს აღარ უმსჯელია მეხუთე (შესწორების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. რაც შეეხება მესამე (დადასტურებული წყარო) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპს, რომლებსაც ასევე სადავოდ ხდიდა განმცხადებელი, საბჭომ არ დაადგინა მათი დარღვევა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.