რედაქტორის რჩევით
კალენდარი
კასპის მერიას კომპანია ,,ინშაათ საქართველოს" გამო უჩივიან
კომპანია ,,ინშაათ საქართველო", რომელსაც გორისა და ხაშურის მერებთან ურთიერთობა დაძაბული აქვს, კასპში გამოჩნდა. კასპის მერია მასთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

საქმე ქალაქ კასპში, მდინარე ლეხურას კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ეხება. ტენდერში, რომლის საწყისი ღირებულება 780 510 ლარი იყო, ,,ინშაათ საქართველომ" 546 000 ლარად გაიმარჯვა.

კომპანია ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა და აღნიშნა, რომ ,,ინშაათ საქართველოს" დისკვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს:

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ, სატენდერო დოკუმენტაციის უგულებელყოფით, ისე რომ არ მოახდინა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი და კვალიფიციური შესწავლა, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა შპს „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia”-ს დისკვალიფიკაცია, მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და შპს „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia” გამოავლინა გამარჯვებულად" - აღნიშნავს ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი.

კერძოდ, მომჩივანის ცნობით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანალოგიური სამუშაობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინოს. კასპის მერიამ წარადგინა დოკუმენტაცია, თუმცა არასრულყოფილად:

,,ასე მაგალითად, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტებიდან ანალოგიური ხასიათისა და შინაარისის პროექტებს მიეკუთვნება 5.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები. პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ანალოგიური სამუშაოების ნამდვილობა. " - აღნიშნავს მომჩივანი.

„დავების საბჭო ხვალ იმსჯელებს აღნიშნულ კომპანიებათან დაკავშირებით და პასუხი 10 დღეში გვეცოდინება. რაც შეეხება ანგარიშფაქტურების წარმოდგენას, ტენდერი იყო ელექტრონული და კომპანია არ იყო ვალდებული, რომ ანგარიშფაქტურები წარმოედგინა. „ინშაათ საქართველოს“ შესრულებული აქვს 5 მილიონნახევრიანი სამუშაოები და ის სატენდერო პირობებს სრულიად აკმაყოფილებს. ჩვენთავის ასევე ცნობილია კომპანიისა და ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების საქმიანობაც. „ინსაათ საქართველო“ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, ჩვენ მდინარის კალაპოტის გაწმენდა-დაღრმავება გვინდა. ეს ორი საქმე სხვადასხვაა, შესაბამისად მუნიციპალიტეტების გამოცდილება ვერ იქნებოდა ხელის შემშლელი“- აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჯინიყაშვილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.