რედაქტორის რჩევით
ვითარება გუგუტიაანთკარში -მოსახლეობა კოშკას სასაფალოს ოკუპაციის საფრთხეზე საუბრობს
გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს. ამ
დროისთვის, ისინი რკინის ძელების დასამონტაჟებლად მიწას თხრიან.
მათ ტერიტორია მცენარეებისგან უკვე გაასუფთავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს უკვე დაამონტაჟეს 17 ძელი. მათ შორის მანძილი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია.
გამოდის, რომ ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა დღეს დამატებით, დაახლოებით, 40 მეტრზე გაამაგრეს.
მოსახლეობის ვარაუდით, თუ სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ მეზობელი სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.
საუბარია სოფელ კოშკას სასაფლაოზე, რომელიც არარსებულ საზღვარის სიახლოვეს მდებარეობს.
„დილიდან დაიწყეს სამუშაოები, ბოძებისთვის მიწას თხრიან და მერე ალბათ შემოღობავენ ჩვენს ტერიტორიას. პატარა რამეში გაგვიმართლა, არხი, რომელსაც ჩვენ სარწყავად ვიყენებთ, დაგვიტოვეს. იყო საშიშროება, რომ შემოეღობათ არხი და მისასვლელი აღარ გვექნებოდა. შემოუარეს და ახლა ქვევით მოდიან. შესაძლოა, ოქროპირიძეების სახლი მოხვდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუ ამ ტრაექტორიით გააგრძელეს მუშაობა, არის საფრთხე, რომ სოფლ კოშკების სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს, მაგრამ ხალხი არ დათმობს, თავს დავდებთ და სასაფლაოს არ შემოვაღობინებთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს და ამ დრომდე განაგრძობენ. მათ 15 დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი რკინის კონსტრუქციებით დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები