რედაქტორის რჩევით
ორგანიზაცია, რომელიც „სტალინურ“ პრემიებს გასცემს, ფინანსურ კრიზისს განიცდის
სტალინის ძეგლების აღდგენის ფონდს საბანკო ანგარიშზე 100 ლარიღა აქვს
დარჩენილი. ამის შესახებ qartli.ge-ს ,,ი.ბ. სტალინის ფენომენის
შესწავლის მემორიალების და ძეგლების აღდგენის ფონდის" ხელმძღვანელმა,
თამაზ ჯაფოშვილმა განუცხადა.
ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც სტალინის სახლმუზეუმის სკვერში ბეტონის კვარცხლბეკი დადგა. ჯაფოშვილის განმარტებით, მასალა სწორედ შემოწირულობების წყალობით შეიძინეს.
შემომწირველები იყვნენ: ადგილობრივი ბიზნესმენები, ასევე, კერძო პირები უკრაინიდან, კახეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
„დღეს აღარ გვაქვს თანხა იმისათვის, რომ წავახალისოთ სტალინზე შეყვარებული პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მემორიალებისა და ძეგლების აღდგენის. სტიმული დაგვიკარგა იმან, რომ გორში კვარცხლბეკის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა აღარ მოგვეცა. ორგანიზაცია კვლავ არსებობს, ანგარიშზე ამ ეტაპზე მხოლოდ 100 ლარი გვაქვს,“-აცხადებს თამაზ ჯაფოშვილი.
ის ამავე დროს, ,,საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ თავმჯდომარეა.
ფონდი 2013 წელს დაფუძნდა, მისი მიზანი კი ქველმოქმედებაა. კერძოდ, აწესებს პრემიებს სტალინის ფენომენზე, აფინანსებს პიროვნებებს ვინც შექმნის ან აღადგენს მემორიალებს, ძეგლებს და გადაიღებს კინოს სტალინის შესახებ.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები