რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ბიზნესმენ ზაურ საგანელიძის ოჯახმა ეკლესიას მოოქროვილი ზარი შესწირა
გორში, სადგურის დასახლებაში, ახლადაშენებულ ფერისცვალების ტაძარს მოოქროვილი ზარი შესწირეს.

ზარი ტაძარს ბიზნესმენ ზაურ საგანელიძის მეუღლემ, რუსუდან გარდაფხაძემ შესწირა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

„26 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნის დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიამ აკურთხა ფერისცვალების ტაძრის სამრეკლო და ახლი ზარი. ზარი შემოწირულ იქნა ქ-ნ რუსუდან გარდაფხაძის მიერ,“-ნათქვამია სამადლობელ წერილში.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, აღნიშნული ტაძრის მშენებლობაში საგანელიძეებს დიდი წვლილი აქვთ.

„ეკლესიის მშენებლობას ზაურ საგანელიძემ საკმაოდ დიდი თანხები შესწირა. საერთო თანხის დაახლოებით 70% , ასევე მშენებლობის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული. ეკლესიის მშენებლობის იდეა მე მეკუთვნის, ტერიტორია იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გამოგვიყო, რათა ტაძარი აშენებულიყო. ზაურის მეუღლემ ეკლესიას მოოქროვილი ჯვარი შესწირა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 200-1 300 ამერიკული დოლარია. ეკლესიის ბაზაზე უნდა გაკეთდეს სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდები ხელსაქმეს შეისწავლიან. ამ ყველაფრის მიზანია, მომავალი თაობა მოვწყვიტოთ ქუჩას,“- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.