მისი თქმით, ქართულმა პოლიციამ საგუშაგო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ განალაგა. მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ წნელისის მოსახლეობა შეშინებულია.
მურატ ჯიოევის კომენტარს ოსური მედია ავრცელებს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს.
წნელისი ოკუპირებული სოფელია. ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ემიჯება, აღმოსავლეთით კი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის)
ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს,
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო
ტექნიკის გადაადგილება, რასაც მათი თქმით, ასევე შეეხება საუბარი
დღევანდელ შეხვედრაზე.
„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად
აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით
არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში.
ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, წამოწიოს საკითხი
დასახლებულ პუნქტ წნელისთანდა გვირგვინასთან „ ქართველი
სამართალდამცველების მხრიდან საზღვართან პროვოკაციული ქმედებების
შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ .
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები