რედაქტორის რჩევით
,,ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ"-ციხელაშვილი
,,ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის
დეესკალაციისკენ,” - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა
ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი
თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ვითარების ესკალაცია არავის
ინტერესებში არ შედის.
„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, არის მიმართული სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ, ისევე, როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განცხადებები თავისი ხასიათით იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ყველა თვალსაზრისით. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება. იქნება ეს საოკუპაციო ხაზის ამ თუ იმ მხარეს, იქნება ეს წნელისი თუ ჩორჩანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვისაც აბსოლუტურად თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ძალისხმევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადების თუ მოქმედებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და რეალურად, მოხდება ადგილზე სიტუაციის განმუხტვა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები