რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორი-ცხინვალის სარკინიგზო გზის ბოლო გაჩერება ნიქოზში
ასე გამოიყურება სარკინიგზო ხაზის ის მონაკვეთი, რომლის შემდეგ, მოძრაობა აკრძალულია. სოფელ ნიქოზთან გორი-ცხინვალის სარკინიგზო ხაზი გადაკეტილია.

სარკინოგზო ხაზი 1940 წელს გაიხსნა. ის გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ჩაიკეტა.

სარკინიგზო გზის გახსნა ჯერ კიდევ 2004 წელს იყო დაგეგმილი. შეთანხმებას, 2001 წელს, ოთხმრივ შეხვედრაზე მიაღწიეს. პროექტს ევროკომისია აფინანსებდა.

2004 წლის ივნისში, ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართველოში შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოსური მხარე ხელს უშლიდა გორი-ცხინვალის სარკინიგზო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებას, სადაც სულ რამოდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი აღსადგენი.

ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ 2004 წლის 9 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ სარკინიგზო ხაზის სარეაბილიტაციოდ ევროკავშირმა უზრუნველყო 400 000 ევროს ღირებულების მასალების შეძენა და ცხინვალის რკინიგზის სადგურის სრული აღდგენა, რისთვისაც მან ცალკე 200 000 ევრო გამოყო.

განცხადებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ჯერ კიდევ 2001 წელს, სარკინიგზო ხაზის აღსადგენად, ოთხმხრივი შეხვედრის მონაწილეებმა "ევროკავშირის მეორე სარეაბილიტაციო პროგრამის” ფარგლებში აიღეს ვალდებულება.

არსებობდა კიდევ, მესამე სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 2.5 მილიონი ევრო იყო. მის დააფინანსებას ევროკავშირი ეუთოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან მჭიდრო თანამშრომლობით, გეგმავდა.

სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოებიდან ორი თვის შემდეგ 2004 წლის აგვისტოში კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა.
ფოტო: ავტორი იზო ჩუბინიძე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.