რედაქტორის რჩევით
კალენდარი
თიბისი-მ Apple Pay-ს პრეზენტაცია გამართა [R]
თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა.

Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნებაუნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადიდინამიური კოდის საშუალებით.

iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge

Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.