რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დამკვირვებლების მონაწილეობის შედეგად მხარეებს შორის დაძაბულობა მცირდება - ევროკავშირის მისია
გამყოფ ხაზთან, ბოლო პერიოდში, ახალი საგუშაგოებისა და საოკუპაციო ღობეების მშენებლობის შედეგად გამართულ თითქმის ყველა ტექნიკურ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები ესწრებიან.

მისიის განცხადებით, დამკვირვებლებს, ხშირ შემთხვევაში, მათი ადგილზე ყოფნითაც კი, დაძაბულობის შემცირებაში წვლილი შეაქვთ:

,,ამას კონტაქტების ხელშეწყობის მეშვეობით, კავშირების დამყარებისა და სხვა ნდობის აღმდგენი ღონისძიებების საშუალებით ახერხებენ." - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა.

ამასთანავე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამკვირვებლები გულითად დამოკიდებულებას და კეთილ განწყობას იმ ხალხისგანაც გრძნობენ, ვისაც პატრულირებისას ხვდებიან: ,,ჩვენ ხშირად გვესმის სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებისას თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ." - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია მისიის შესახებ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.

მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო.

მას შემდეგ, მისია ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ასევე, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია ზოგადად უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.