რედაქტორის რჩევით
გუგუტიაანთკარში განვითარებულ მოვლენებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ისაუბრა
,,11 წელია ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, რეგულარულად
გვიწევს იმ ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება,“ - ამის
შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, ოთხი
კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მან საოკუპაციო რეჟიმების მიერ მოკლულ ქართველ ახალგაზრდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთელი საზოგადოების ტრაგედიაა.
ციხელაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ცოცხალ საფრთხესთან.
„ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა იგივე სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად 2 დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს.
რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი ეხება ადამიანის სიცოცხლეს.
უმძიმესი შემთხვევები, ჩვენი 4 ახალგაზრდის, ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიასი, არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.
ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისა და ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის, რაც გვავალდებულებს, რომ ვიყოთ ძალიან გონიერები და პრინციპულები ამ საკითხების დაძლევისას.“ - განაცხადა მინისტრობის კანიდატმა.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები