რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ატენში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოსაწყობად მერია ტყის მასივს ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სანიტარული კვანძის მოსაწყობად ტყის გარკვეულ მონაკვეთს მერიას გადასცემენ.

ამის შესახებ გორის მერიამ ეროვნული საატყეო სააგენტო მიმართა. წერილის მიხედვით, მერიას დაახლოებით 129 388 კვ.მ (1 ჰა - 10 000 კვ.მ) ფართობზე ტყის მასივი ჭირდება.

ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პირველ ეტაპზე, გორის მერიამ აღნიშნულ ფართობზე არსებული მერქნული რესურსი უნდა მონიშნოს:

,,ამ ტერიტორიაზე იგეგმება სანიტარული კვანძის მოწყობა. ხეების გაჩეხვაზე საუბარი არ არის" - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სათავეში წყალი ,,დაიკარგა". სათავე ნაგებობას, რომლის რეაბილიტაცია 2016-2018 წლებში განხორციელდა, ,,ჩირახის წყალს" უწოდებენ. რეზერვუარი, სწორედ, ჩირახის წყლის შესაგროვებლად გააკეთეს.

პროექტის მიხედვით, ,,ჩირახის წყლიდან" სასმელი წყალს უნდა გაევლო სოფელ ბობნევში, შემდეგ - ატენში. ატენში სამი რეზერვუარი დახვდებოდა, რეზერვუარებიდან კი, შიდა ქსელებით მოსახლეობამდე მივიდოდა.

საქმე იმაშია, რომ ამჟამად სათავე ნაგებობაში წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, გრუნტის წყალის დაახლოებით 40-50% დაიკარგა. მისი განმარტებით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ადგილი ჰქონდა მიწის მასის მოჭრას, შემდეგ ტკეპნით სამუშაოს, რის გამოც, გრუნტის წყალმა მიმართულება შეიცვალა და დაიკარგა.

,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაკარგულ წყალს ვიპოვით, რომელიც დაემატება რეზერვუას. სამწუხაროდ, იმ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები ჩვენთან შეუთანხმებლად ჩატარდა, რის გამოც პრობლემები შეიქმნა" - აღნიშნავდა ტარიელ ტარიელ მაისურაძე 2019 წლის მარტში.

ატენისა და ბობნევის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ წყლის დებეტი ,,ჩირახის წყალზე" არ შემცირებულა:

,,წყლის რაოდენობა არ დაკლებულა. ჩვენც გვითხრეს, რომ წყლის დებეტი დაიკარგაო, მაგრამ რაც თავი გვახსოვს, ეგრე მოდის ჩირახის წყალი. უბრალოდ, ამჯერად, ამ ატენის წყალზე მთელი მოსახლეობა დააერთეს, შესაბამისად, აღარ გვყოფნის ყველას. წყალი იმატებს ხოლმე გაზაფხულზე, ზაფხულში ძალიან დიდი პრობლემა გვექნება" - აღნიშნავენ სოფელში.

ტარიელ მაისურაძე მოსახლეობის მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საინჟინრო საკითხებში მოსახლეობას სრული ინფორმაცია არ გააჩნია.

,,მაისამდე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ სათავე ნაგებობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მობილიზებას. ამასთანავე, ატენში მესამე ეტაპის სამუშაოები სრულდება და მთელი ატენი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი" - აცხადებდა ტარიელ მაისურაძე გახაფზულზე.

ამჟმად, ატენში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილი ამბობს, რომ სამ დღეში ერთხელ. ნაწილი ამბობს, რომ ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ.


ფოტო: არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.